"ბარსელონას" გეგმები დაცვის ცენტრთან დაკავშირებით

  • 9-06-2018, 16:25
  • "ბარსელონას" გეგმები დაცვის ცენტრთან დაკავშირებით

    დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან, "ბარსელონას" დაცვის ცენტრს მცირედით განახლებული შემადგენლობით ვიხილავთ.

    კატალონიის რადიო, AS-ზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბარსელონას" მთავარი მიზანი იერი მინას მაღალი დონის გუნდში განათხოვრებაა. კოლუმბიელი უკანახაზელი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის. "ბარსა" აპირებს, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე დაიცადოს და თუ 23 წლის ფეხბურთელმა ნაკრებში თავი კარგად წარმოაჩინა, მისი კარგ გუნდში განათხოვრების შანსი მოიმატებს.

    იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონამ" მინა იჯარით ვერ გაუშვა, განიხილება ტომას ვერმალენის გაყიდვის ვარიანტიც. 32 წლის უაკნახაზელმა, გასულ სეზონში, თავი კარგად კი გამოიჩინა, მაგრამ მისი ტრავმის პრობლემა მოგვარებული ჯერ კიდევ არაა. AS-ის ცნობით, ვერმალენის შემთხვევაშიც, გადამწყვეტი მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა იქნება.

    რაც შეეხება მომსვლელს - გუნდის პრიორიტეტი "სევილიას" ახალგაზრდა ფრანგი მცველი კლემან ლანგლეა, რომლის ტრანსფერიც, დიდი ალბათობით, შედგება.



    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 10 ივნისი 2018 11:28

    მინა კარგი ბიჭია და კარგად ითამაშებს მომდევნო მატხებში.ვერმალენიც კარგი მცველია უბრალოდ წავიდა მაგის დრო.ლანგლე ისედაც მოსაყვანია და ასედაც

    გასულია

    6 - 9 ივნისი 2018 22:58

    მინას მარლონი დაემართება

    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    გასულია

    5 - 9 ივნისი 2018 18:14

    მოკლედ ვერმაელენი გაიყიდება რა

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 9 ივნისი 2018 17:15

    ციტატა: Footballista
    Verma gayidon 15 limonad .

    15 ცოტაა მეტად უნდა გაყიდონ :დ

    გასულია

    3 - 9 ივნისი 2018 17:05

    ციტატა: metreveli_FCB
    4 მცველი უნდა იყოს გუნდში და ან მინა ან ვერმა უნდა დარჩეს თუ ლანგლე მოიყვანეს

    მე მგონია და სწორიც იქნება თუ ტრამვაელენი წავა და მინა დარჩება

    გასულია

    2 - 9 ივნისი 2018 16:47

    4 მცველი უნდა იყოს გუნდში და ან მინა ან ვერმა უნდა დარჩეს თუ ლანგლე მოიყვანეს

    --------------------
    არ მოკვდე ისე როგორც მე!!!
    გასულია

    1 - 9 ივნისი 2018 16:28

    Verma gayidon 15 limonad .