დეშამმა გრიზმანს ულტიმატუმი წაუყენა

დეშამმა გრიზმანს ულტიმატუმი წაუყენა

Sport-ის ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ანტუან გრიზმანს ულტიმატუმი წაუყენა და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დროულად მიღება მოსთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დეშამი მისი ყველა ფეხბურთელისგან ითხოვს, რომ სატრანსფერო საკითხები 10 ივნისის ჩათვლით მოაგვარონ. ამის შემდეგ, მათ, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე, სატრანსფერო მოლაპარაკებებში ჩართვის უფლება აღარ ექნებათ.

ცნობილია, რომ "ბარსელონა" მზადაა ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფრანგი ფეხბურთელის თქმით კი, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება "ატლეტიკოში", თუ არა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    mambito777
    სტუმარი [?]
    #2 11 ივნისი 2018 09:14
    0
    ციტატა: ირაკლი გოგიაშვილი
    გრიზმანს ტოტენჰემი ფორმა რატომ აცვია ????????????????????????

    სად დაინახე ტოტენხემის ფორმა? :)
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 10 ივნისი 2018 11:26
    0
    გრიზმანის მოსვლა მაგრად წაადგება გუნდს.მაგან და დემბელემ უნდა გაიყონ დრო.სუა და მესი შეუცვლელები არიან