ახალი სეზონისთვის მზადების დაწყების თარიღი შეიცვალა

ახალი სეზონისთვის მზადების დაწყების თარიღი შეიცვალა

"ბარსელონას" პირველი გუნდის წინასასეზონო მზადების დაწყების თარიღი შეიცვალა. 16 ივლისის ნაცვლად, გუნდი 11 ივლისს შეიკრიბება. ეს გადაწყვეტილება ტექნიკურმა გუნდმა და ერნესტო ვალვერდემ მიიღეს.

11 ივლისს "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზას ის ფეხბურთელები ეწვევიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე არ მონაწილეობენ. ეს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და მზადებას დაიწყებენ. მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე ფეხბურთელები გუნდს ეტაპობრივად, იმის მიხედვით შეუერთდებიან, თუ როდის გამოეთიშება მათი ნაკრები ტურნირს.

24 ივლისს გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდება, სადაც, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, "ტოტენჰემს", "რომასა" და "მილანს" დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 10 ივნისი 2018 11:23
    0
    ბოლო მესი შეიერთდება გუნდს იმიტომ რომ არგენტინა იგებს მსოფლიოს