გილერმო ამორი: ტიაგო "ბარსელონადან" ფულის გამო არ წასულა
ტრანსფერიდან 5 წლის შემდეგაც გაურკვეველია, თუ რატომ გაუშვა "ბარსელონამ" ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ტიაგო ალკანტარა "ბაიერნში". ინსტიტუციურ საკითხებში კატალონიური კლუბის დირექტორი, გილერმო ამორი აცხადებს, რომ ფეხბურთელს გუნდი ფულის გამო არ დაუტოვებია.
"ტიაგო ფულის გამო არ წასულა. ის არ იყო 16 წლის ბიჭი, რომელმაც შეიძლება გუნდი უფრო მაღალი ხელფასისთვის დატოვოს. ალკანტარა "ბარსელონამ" უბრალოდ გაყიდა, მიზეზი ესაა". - ციტირებს ამორის სიტყვებს Marca.
ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელებმა, შესაძლოა, 27 წლის ნახევარმცველი დაიბრუნონ. თავად ამორის აზრით, ეს პრობლემა არ იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]