ხოსე მარი ბაკერო "ბარსელონას" აკადემიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

  • 8-06-2018, 16:23
  • ხოსე მარი ბაკერო "ბარსელონას" აკადემიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

    "ბარსელონას" ახალგაზრდული აკადემიის დირექტორი, კატალონიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ხოსე მარი ბაკერო იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებსაც "ბარსას" სკოლა ნიჭიერი ფეხბურთელების შენარჩუნების მცდელობის დროს აწყდება.

    "გაცილებით ნაკლები პრობლემები გვაქვს შედარებით უფროს ფეხბურთელებთან. როდესაც ისინი 17-18 წლის ხდებიან, მათ დონესა და პოტენციალზე უკვე მკაფიო წარმოდგენა გვაქვს. უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდ იმედებს ვუკავშირებთ. თითო გუნდიდან 4-5 ფეხბურთელს შესანიშნავი პერსპექტივა და საჭირო თვისებები აქვს.

    თანამედროვე ეკონომიკა, ჩვენზე, დიდ ზეწოლას ახდენს. უკვე ამ ასაკში, საუბარია 600 ათას ევროზე, რასაც ფეხბურთელებს სხვა კლუბები სთავაზობენ. ბონუსის სახით კი ფეხბურთელს ან მის წარმომადგენელს ერთ ან ორ მილიონს უხდიან." - ციტირებს ბაკეროს სიტყვებს Sport.

    შეგახსენებთ, რომ ამ პრობლემის გამო, "ბარსელონადან", ბოლო წლებში, არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი წავიდა.



    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 9 ივნისი 2018 12:07

    ბოლო დროს რამდენიმე კარგი ბიჭი შევინარჩუნეთ და ეს ძაან მახარებს

    გასულია

    4 - 8 ივნისი 2018 18:01

    ხო ცუდია რომ მიდიან მაგრამ ბარსას დონეს მათი 10% თუ დააკმაყოფილებს. სხვა კლუბებში ძირითად გუნდში მოხვედრის მეტი შანსიც აქვთ და ხელფასიც უკეთესი. ასე რომ იმათი მხრიდან შეხედეთ აბა უნდათ დაბალი ხელფასით მეორე გუნდში თამაში? აგერ მუნირი გახყიდეს პაკო იყიდეს, სრული სისულელე. ამას რომ დაინახავს ახალგაზრდა ის ბარსაში დარჩენას მოინდომებს... არ მოინდომებს.

    გასულია

    3 - 8 ივნისი 2018 17:48

    ამიტო 18 წლამდელების გაყიდვა უნდა აიკრძალოს

    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    2 - 8 ივნისი 2018 17:09

    ისე მართლა რა უბედურებაა აკადემიის ბავშვების ყიდვა გაყიდვა ეს წესი ფიფამ უნდა აკრძალოს და მერე მართლა ეშველება ბარსას აკადემიას ყველა ფულს ხარბდება და გარბის და მერე იძახიან რატოა სუსტი პაკალენიაო იქნება აბა არ იქნება ფულის საკეთებლადაა უმრავლესობა და ეს ფულზე დახამებული მამიკოები აიყოლიებენ შვილებს და გარბიან იქ სადაც მეტს უხდიან ამას ფიფამ და უეფამ სერიუზული ყურადღება უნდა მიაქციოს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 8 ივნისი 2018 16:28

    მართალია, ფული დიდ როლს თამაშობს, აგენტებიც ჩალიჩობენ სხვაგან გადაყვანას რომ ბონუსები აიგონ. ბიუჯეტი უნდა გაუზარდონ ან რამე ალტერნატივა გამოძებნონ რომ პერსპექტიულ ფეხბურთელს სურვილი არ გაუჩნდეს სხვა კლუბში გადასვლის.