წლევანდელი ესპანეთის სუპერ თასი, სავარაუდოდ, ერთმატჩიანი იქნება

წლევანდელი ესპანეთის სუპერ თასი, სავარაუდოდ, ერთმატჩიანი იქნება

როგორც ჩანს, ესპანეთის სუპერ თასის 2018 წლის გათამაშება, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან, ერთმატჩიანი იქნება.

"ბარსელონას", წინასასეზონო მზადების დროს, 4 აგვისტოს, ამერიკაში, ამხანაგური მატჩი დაგეგმილი ჰქონდა, როდესაც ლა ლიგამ გადაწყვიტა, რომ სუპერ თასის პირველი მატჩი 5 აგვისტოს უნდა გამართულიყო. მიუხედავად იმისა, რომ თარიღი ესპანეთის სუპერ თასისთვის უჩვეულოდ ადრეა, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, რომელიც "რეალის" გულშემატკივრობითაა ცნობილი, განაცხადა, რომ თარიღში ცვლილება არ იგეგმება და "ბარსელონას" პრობლემაა, თუ გუნდს წინა დღეს სხვა თამაში აქვს.

სხვა აზრზეა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი, რომელიც წლევანდელი სუპერ თასის ერთ მატჩად ჩატარების ინიციატივით გამოდის,

Mundo Deportivo-ს ცნობით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რუბიალესის პოზიცია გაიმარჯვებს და "ბარსელონა" და "სევილია" ერთ მატჩს ჩაატარებენ, რომელიც 12 აგვისტოს, მადრიდში, "ატლეტიკოს" საშინაო არენაზე, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება. სწორედ ამ სტადიონმა უმასპინძლა ესპანეთის თასის ბოლო ფინალს, რომელშიც "ბარსამ" "სევილია" 5:0 გაანადგურა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 7 ივნისი 2018 17:09
    0
    უეჭველი ვიგებთ სუპერ თასს.მჯერა ბარსა 2018-19 წლების სეზონში მატჩებს დიდი ანგარიშით მოიგებს,უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს ითამაშებს და გუნდი დაცვაშიც ნახ.დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად კარგი იქნება.ფეხბურთელებიც კარგად ითამაშებენ
    temo24
    სტუმარი [?]
    #2 7 ივნისი 2018 14:52
    0
    აუ ეს ტებასი როგორ არ მევასება მოხსენით თანამდებობიდან ამის დედას შ*****
    mambito777
    სტუმარი [?]
    #1 7 ივნისი 2018 10:46
    0
    ეს ტებასა რა დედამოტ***ლი მასტია რა. იმენნა მადრიდისტაა რა