ალბას აგენტი: არ მესმის, რატომ არ გვთავაზობს "ბარსელონა" ახალ კონტრაქტს

ალბას აგენტი: არ მესმის, რატომ არ გვთავაზობს "ბარსელონა" ახალ კონტრაქტს

"ბარსელონას" მარცხენა მცველს, ჟორდი ალბას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და უნდა, ის მას ხელმძღვანელობამ რაც შეიძლება მალე შესთავაზოს. ამის შესახებ მისი აგენტი, ვისენტე ფორესი საუბრობს. 

"დაპირებული ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჯერ კიდევ ველით. ამას უკვე წელიწად-ნახევარია, ვაკეთებთ. არ მესმის, რატომ აგვიანებს "ბარსელონა". ალბათ, ეს მათთვის ნორმალურია, ან ისინი არ არიან კმაყოფილი იმ ფეხბურთელით, რომელიც FIFA-ს წლის საუკეთესო გუნდში მოხვდა და მცველებს შორის ევროპაში ყველაზე მეტი ასისტი შეასრულა". - აცხადებს ფორესი. 

ალბას კონტრაქტი 2020 წლამდე არ ეწურება და აგენტის თქმით, ამის გამო ის და ალბა ჯერ კიდევ მშვიდად არიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 2 ივნისი 2018 13:09
    0
    ალბა ძაან მაგარი ბიჭია.მომდევნო მატჩებშიც კარგად ითამაშებს.მესი ალბას დუეტმა დაგლიჯა ამ სეზონში
    Culé [?]
    #4 29 მაისი 2018 20:19
    0
    რა უბედურებაა ყველა ერთად მიაწვა ხელმძღვანელობას,კარგს არაფერს მოიტანს ეს ყოველივე
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 29 მაისი 2018 19:54
    0
    ციტატა: გოგიტა
    გამორთეთ რა ეს ახალი რაღაც რომ დაამატეთ ან რაღაც მოუხერხეთ დავიტანჯე კომენტარი ვერ წავიკითხე სულ სიახლეები ჩნდება და ჩნდება

    გეთანხმები . რაც შეეხება ალბას კონტრაქტი აუცილებლად უნდა შესთავაზონ ალბა თუ გაუშვეს მაშინ ამ ბარსელონას აღარ უგულშემატკივრებ
    გოგიტა
    სტუმარი [?]
    #2 29 მაისი 2018 19:36
    0
    გამორთეთ რა ეს ახალი რაღაც რომ დაამატეთ ან რაღაც მოუხერხეთ დავიტანჯე კომენტარი ვერ წავიკითხე სულ სიახლეები ჩნდება და ჩნდება
    Culé [?]
    #1 29 მაისი 2018 18:00
    0
    ალბა იმ რამოდენიმე ფეხბურთელთაგანია, რომლებმაც არავითარ შემთხვევაში კლუბი არ უნდა დატოვონ... ხელმძღვანელობა თქვენ თავში ფეხი ხო არა გაქვთ?