ჩავის ღია წერილი ინიესტას

ჩავის ღია წერილი ინიესტას

"ბარსელონას" ერთმა ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა, მეორე ლეგენდას, ანდრეს ინიესტას, ემოციური ღია წერილი მიუძღვნა, რომლის თარგმანსაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ.

"ახლაც მახსოვს ის დღე, როდესაც ანდრესის თამაში პირველად ვნახე. მანამდეც მეუბნებოდნენ: "ჩავი, ერთი ბიჭი გვყავს, დიდი მომავალი აქვს, ცოტათი შენ გგავს." მაგრამ როდესაც მისი თამაში ვნახე, საკუთარ თავს ვუთხარი: "რა ხდება, ეს ბიჭი მე არ მგავს. ის განსხვავებულია." ის უფრო პროდუქტიული იყო, დრიბლინგზე უფრო ხშირად მიდიოდა.

უკვე ბავშვობაში იგრძნობოდა, რომ ის საკუთარი საქმის პროფესიონალი იყო. ამას ის სხეულის იმ მოძრაობით ახერხებდა, რომელსაც ბურთის მიღებამდე აკეთებდა. ის ორივე ფეხით კარგად თამაშობდა. ახლა ეს ნორმალურია, მაგრამ იმ დროისთვის რევოლუციური ამბავი იყო.

მისი თამაში შოუ იყო. რასაც შენ მოედანს მიღმა ფიქრობდი, ის ამას მოედანზე აკეთებდა. ისეთი გრძნობა გქონდა, თითქოს ის გისმენდა. ის ამას იმდენად ბუნებრივად აკეთებდა, რომ გეგონა, არც კი ფიქრობდა.

ანდრესი, ჩემის აზრით, ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ის ყოველმხრივ დასაფასებელი მოთამაშეა. ის სამაგალითო, ალტრუისტი, ემპათიკური, გუნდური მოთამაშე, გამარჯვებული, ლიდერი და ბურთის მოყვარული ადამიანია. იცის კი ხალხმა, თუ რას ნიშნავს ეს?

როდესაც სხვა ფეხბურთელი ფიქრობს: "არ მომცე ბურთი, გთხოვ, ახლა არ მომცე", ანდრესი გეტყვის: "მოდი, მომეცი ბურთი. გთხოვ, მომეცი."

ასეთი თანაგუნდელის ყოლა სანატრელია. ის ნამდვილი ლიდერია, ჩუმი, მაგრამ ნამდვილი ლიდერი.

მე, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში მეპასე ვიყავი, ანდრესის, ლეოს, ბუსის მსგავსი ფეხბურთლები მჭირდებოდა... საუკეთესო თანაგუნდელები მყავდა. ისინი საჭირო შედეგს ყოველთვის გაძლევდნენ, რაც არ უნდა რთული სიტუაცია ყოფილიყო.

არ ვიცი როგორ ახერხებდა, მაგრამ ანდრესი ყოველთვის საჭირო დროს საჭრო ადგილზე იყო. "შემომხედე, აქ ვარ". თუმცა, ის ამას სიტყვებით არ მეუბნებოდა. ერთად 10 წლის განმავლობაში ვთამაშობდით, მაგრამ მოედანზე ხშირად არ ვსაუბრობდით. ეს საჭირო არ იყო. ერთმანეთის თვალებით გვესმოდა. მისი სხეულის ენა კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება იყო.

ზოგჯერ, თამაშის დროს, მის ქმედებას ვაკვირდებოდით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო. ის მასწავლებელი, ნამდვილი მასწავლებელია.

საბოლოო ჯამში, მენტალური სიძლიერე ყველაფერს ნიშნავს. ანდრესი ყველაფერში ძალიან ძლიერი იყო, განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, როდესაც ბევრმა არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. მას თავიდან უჭირდა, როდესაც ოჯახისგან შორს იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლა თუ კითხავთ, გიპასუხებთ, რომ ამ მსხვერპლის გაღება ღირდა.

ანდრესი არის ბიძა, რომელსაც ანგელოზი ჰყავს. არ მკითხოთ რატომ, მაგრამ ნამდვილად ჰყავს. ასევეა იკერ კასილიასი. სხვას ანგელოზი არავის ჰყავს. ინიესტას ჰყავს ანგელოზი, რომლის წყალობითაც, საჭირო დროს ის აკეთებს გამარჯვების პასს, გამარჯვების პაუზას, იგებს გამარჯვების ორთაბრძოლას, მას გააქვს გამარჯვების გოლი.

ინიესტასთან ერთად "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრებში ვთამაშობდი. "სტემფორდ ბრიჯზე", იოჰანესბურგში და იმ ბავშვთა ფინალშიც, რომლის სანახავადაც მე და პეპი ერთად მივედით, ანდრესმა ოქროს გოლი გაიტანა.

რა მოხდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში? რატომ გაიტანა გოლი ინიესტამ? იმიტომ, რომ მას თავისი ანგელოზი ჰაყვს. სხვა ამას ვერ იზამდა. ესაა ანდრესი.

გახსოვთ, როდესაც ამბობდნენ, რომ ჩვენ ერთად ვერ ვითამაშებდით? ესაა "ბარსა"! კლუბი, რომელიც დებატებითაა სავსე.

მე ყოველთვის უფრო ტექნიკური ფეხბურთელების მესმოდა, ვიდრე ფიზიკურად ძლიერების. რა თქმა უნდა, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები მნიშვნელოვანია, მაგრამ შეხედეთ ანდრესს, ლეოსა და ბუსის. მახსენდება დებატები, რომლის დროსაც ისმოდა, რომ "ბარსელონას" კუნთები აკლია.

როგორც კრუიფი ამბობდა, ფეხბურთის სათამაშოდ ყველაზე მნიშვნელოვანი კუნთი ტვინია. ის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია.

არ მახსენდება დიდი თამაში, რომელშიც ინიესტას თავი არ გამოეჩინოს. არ მახსენდება იმიტომ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. მისი აწეული ხმა არ მახსოვს. ეს არასდროს მომხდარა. როდესაც ის რამეს ასაჩივრებს, ამას პატივისცემით, არგუმენტებით აკეთებს, ყვირილის გარეშე.

მალე მიხვდები თუ რას მიაღწიე, ანდრეს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi=LSD
    სტუმარი [?]
    #11 24 მაისი 2018 01:51
    0
    მიყვარხარ ანდრესსს ჩემ გულში ხარ და იქნები სულ შენ და კარლესი ადამიანები რომლებიც სიგიჟემდე მიყვარს
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #10 23 მაისი 2018 18:15
    0
    მუდამ გვემახსოვრებით !!
    Culé [?]
    #9 23 მაისი 2018 13:15
    0
    ორი ლეგენდა, რომელთაც დაწერეს ბარსას ისტორია xavi ❤❤❤ini❤❤❤
    --------------------
    WE DID IT 6:1
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 22 მაისი 2018 20:21
    0
    ეჰ რა დრო იყო ჩავიესტა მსოფლიო ფეხბურთს რომ აზარზარებდნენ მსგავსი დუეტი კიდევ როდის განმეორდება კაცმა არ იცის
    Zura88
    სტუმარი [?]
    #7 22 მაისი 2018 18:40
    0
    გენიალური დახასიათება, ამას მხოლოდ ხავი თუ იტყოდა,მეტი ვერავინ...ეს ორი მართლა გენიოსები იყვნენ.უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის,თვალებით ელაპარაკებოდნენ...დასრულდა ეპოქა საკვირველი და გასაოცარი... disappointed_relieved kissing_heart
    royal madrid.....
    სტუმარი [?]
    #6 22 მაისი 2018 18:22
    0
    ციტატა: Messiah
    ციტატა: royal madrid.....
    ციტატა: Messiah
    პოგბაზე იწწერება რო წავა იუნაიტედიდანო... მეთუ მკითხავ იუვესი უნდა დარჩენილიყო საერთოდ..

    აქ ზოგს უნდა მაგ კაცის ხილვა ბარსაში და ვერ ვხდები რატო რისგამკ რას მოგვცენს ეგ:) ამიხსენით ვისაც მოგწონთ პოგბა

    გინდა პოგბა გიყიდიათ გინდა ერიქსენი.უფრო დაცვით ნახევარმცველი გჭირდებათ ყველაზე კარგი სავიჩია ვისზეც პსჟ ც ნადირობს.


    პოგბა არც სხვა პოზიციაზე არ მომწონს ..

    მოსპო მოურინიომ თავის ავტობუსა ტაქტიკებით.არადა იუვეში რა მაგარი იყო.ეგ ნახევარდაცვაში ვერა მაგრან ცრუ ცხრიანზე ივარგებს ფორვარდის უკან.დარტყმა აქვს ბომბა რაღაც სასწაული.ჩამშლელად დიდი ვერაფერია.ტოტენჰემში მომწონს ჰარი ვინკსი . არადა რა შანსი აქვს ბარსელონას მაგის ყიდვის.მერე დაადებენ დეზები 200 ს მაგასაც.მილინკოვიჩს პსჟ სთან შეთანხმებული აქვს და ალბათ გადავა ზაფხულში მაგან მაინც უშველოს იქნებ პსჟს . ისე ზენიტში რომაა პარედესი ეგეც არაა ბარსელონასთვის ცუდი ვარიანტი.თან არგენტინელია მესის გუნდელი და არ გაუჭირდება მაგის დაყოლიება.ჯერ სად რუსეთის პრემიერ ლიგა და სად ლა ლიგა.
    Culé [?]
    #5 22 მაისი 2018 18:11
    0
    ვა ჩავი.რა ემოციური სიტყვები დაუწერია
    royal madrid.....
    სტუმარი [?]
    #4 22 მაისი 2018 17:58
    0
    ციტატა: Messiah
    პოგბაზე იწწერება რო წავა იუნაიტედიდანო... მეთუ მკითხავ იუვესი უნდა დარჩენილიყო საერთოდ..

    აქ ზოგს უნდა მაგ კაცის ხილვა ბარსაში და ვერ ვხდები რატო რისგამკ რას მოგვცენს ეგ:) ამიხსენით ვისაც მოგწონთ პოგბა

    გინდა პოგბა გიყიდიათ გინდა ერიქსენი.უფრო დაცვით ნახევარმცველი გჭირდებათ ყველაზე კარგი სავიჩია ვისზეც პსჟ ც ნადირობს.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 22 მაისი 2018 15:00
    0
    ციტატა: messi and iniesta
    Xავი ხომ ლეგენდა და უდიდესი ფეხბურთელია მას რომ შეხედავ იტყვი ეს საუკეთესო ნახევარმცველიია ფეხბურთის ისტორიაში ფიქრობ ამაზე უკეთ ვინ უნდა ითამაშოს გადის წლეები და უყურებ ანდრესს გიკვირს ხავი თუ საუკეთესო ნახევარმცველია ინიესტა ვინ არის ჩნდება კითხვა ხავი თუ ინიესტა რათქმა უნდა ორივე საუკეთესოა მაგრამ იტყვი რომ ანდრესი ხავიზე რაღაცით მაინც წინ არის. ინიესტა ხომ ნამდვილად საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი და საუკეთესო ნახევარმცველია მაგრამ ორივე ერთად Xავიესტა ხომ საუკეთესო დუეტია მსოფლიო ისტორიაში

    უმაგრესი დუეტი იყო ხავიესტა
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 22 მაისი 2018 14:43
    0
    Xავი ხომ ლეგენდა და უდიდესი ფეხბურთელია მას რომ შეხედავ იტყვი ეს საუკეთესო ნახევარმცველიია ფეხბურთის ისტორიაში ფიქრობ ამაზე უკეთ ვინ უნდა ითამაშოს გადის წლეები და უყურებ ანდრესს გიკვირს ხავი თუ საუკეთესო ნახევარმცველია ინიესტა ვინ არის ჩნდება კითხვა ხავი თუ ინიესტა რათქმა უნდა ორივე საუკეთესოა მაგრამ იტყვი რომ ანდრესი ხავიზე რაღაცით მაინც წინ არის. ინიესტა ხომ ნამდვილად საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი და საუკეთესო ნახევარმცველია მაგრამ ორივე ერთად Xავიესტა ხომ საუკეთესო დუეტია მსოფლიო ისტორიაში
    SHEF
    სტუმარი [?]
    #1 22 მაისი 2018 14:33
    0
    უბრალოდ შეუძლებელია არ გეწყინოს რა თაობა წავოდა და რა თაობა წავა ახლო მომავალში.ერთად ესეთი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო შემადგენლობა ყავდეს გუნდს ნი არვიცი.იყვნენ ლეგენდები დიდი ფეხბურთის მაგრამ სხვადასხვა გუნდში რომელთაც აშკარად გამოარჩევდი თავისი დიდო თამაშით და ელეგანტურობით მარა ბარსას ესხლალხი ერთ გუნდში ყავდა და იმიტომაცაა რომ შექმნეს დიდი ეპოქა.