ერნესტო ვალვერდე: ინიესტა ჯადოქარია

ერნესტო ვალვერდე: ინიესტა ჯადოქარია

გუშინ, საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ანდრეს ინიესტას მიერ "ბარსელონას" მაისურით ბოლო თამაშის ჩატარება იყო მოქცეული. ბუნებრივია, ამ მოვლენას გვერდი ვერც კატალონიელთა დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ აუარა, რომელმაც "სოსიედადთან" მოგების (1:0) შემდეგ ანდრესზე ისაუბრა.

"ინიესტა ჯადოქარია. მას შეუძლია გაამარტივოს ყველაფერი, რაც რთულად გეჩვენება. სწორედ ესაა მისი ფეხბურთის არსი. ის საშუალებას გვაძლევს ვიცხოვროთ ფეხბურთით, ყველა ასპექტში.

ვფიქრობ, ის კარგ დროს წავიდა, რადგან გულშემატკივრებს მისთვის თავიანთი სიყვარულის გაზიარების საშუალება ჰქონდათ. ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო.

ჩმეთვის, დიდი პატივია, რომ ინიესტას ვწვრთნიდი. ჩვენ უნიკალურ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ.

ინიესტას მსგავსი სხვა არავინ იქნება და ბედნიერი ვარ, რომ მისი გაწვრთნის საშუალება მქონდა.

ასეთი ფეხბურთელები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ახსოვთ. ისინი განუმეორებლები და ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოთამაშეები არიან. მათ შესახებ ყოველი დეტალი ამახსოვრდებათ." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 22 მაისი 2018 12:06
    0
    ვალვერდე უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს ათამაშებს ბარსას მომდევნო სეზონში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 მაისი 2018 02:41
    0
    ციტატა: messi and iniesta
    ინის ნაცვლად შენ წასულიტავი არ სჯობდა

    100%
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 21 მაისი 2018 14:55
    0
    ინის ნაცვლად შენ წასულიტავი არ სჯობდა