არსენ ვენგერი: "არსენალი" ფაბრეგასთან ერთად პიკეს და მესის შეძენასთან ახლოს იყო
არსენ ვენგერი, რომელმაც ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა, საინტერესო განცხადებას აკეთებს. ის ამბობს, რომ "მეთოფეებმა" საუკუნის დასაწყისში "ბარსელონას" სამი ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირება სცადეს. ერთი მათგანის ტრანსფერი შედგა, დანარჩენი ორის კი ჩაიშალა. ეს ფეხბურთელები არიან სესკ ფაბრეგასი, ჟერარ პიკე და ლიონელ მესი.
"ფაბრეგასი ლონდონში აგენტებმა მოიყვანეს. ვიცოდით, რომ ის გვჭირდებოდა და აუცილებლად უნდა დაგვერწმუნებინა. მის მშობლებს შევხვდი და ტრანსფერიც შედგა. მასთან ერთად კიდევ ორი ფეხბურთელის შეძენა გვსურდა, პიკეს და ლეო მესის. პიკე მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გადასვლასთან უკვე ახლოს იყო და ჩვენ არაფერი გამოგვივიდა, მესის შეთავაზებაზე კი "ბარსელონაში" არც დაფიქრებულან. კატალონიელებს მისი დაკარგვა არ სურდათ.
არ ვიცი, უნდოდა თუ არა თავად მესის "არსენალში" გადმოსვლა. "ბარსელონამ" მოლაპარაკებები იქამდე შეწყვიტა, სანამ ფეხბურთელს შევხვდებოდით". - აცხადებს ვენგერი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]