მაზინიო: "ინტერი" და "ბარსელონა" რაც შეიძლება მალე უნდა შეთანხმდნენ

  • 17-05-2018, 19:01
  • მაზინიო: "ინტერი" და "ბარსელონა" რაც შეიძლება მალე უნდა შეთანხმდნენ

    რაფინია ალკანტარას მამამ და აგენტმა, მაზინიომ TuttoSport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის შვილს "ინტერში" დარჩენა სურს და კარგი იქნება, თუ "ბარსელონა" და მილანური გუნდი ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას დროულად მიაღწევენ. 

    "რაფას გადასაწყვეტი არაფერი არაა. მან ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, ახლა კი "ინტერის" ჯერია. "ინტერმა" და "ბარსამ" ფინანსურ მხარეზე უნდა მოილაპარაკონ, თანაც რაც შეიძლება მალე. 

    ჩვენ დარჩენა გვინდა, მაგრამ არ ვიცით, რა აქვს გადაწყვეტილი მილანურ გუნდს, მითუმეტეს "ბარსელონას". ჩვენი აზრი კი, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია. რაფინიამ აჩვენა, რომ იტალიაში ყოფნა სურს. წესით, მისი "ინტერში" დარჩენა მწვრთნელსაც უნდა სურდეს და არც თანხა უნდა იყოს პრობლემა, რადგან ჩემი შვილი განსაკუთრებით დიდ ხელფასს არ იღებს". - განაცხადა მაზინიომ. 



    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 19 მაისი 2018 11:09

    გაუშვან რაფაც წარმატებები ინტერში

    გასულია

    3 - 18 მაისი 2018 01:00

    35 მილიონად მიყიდეთ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    2 - 17 მაისი 2018 21:33

    მეც ვფიქრობ რომ ინტერში უნდა დარჩეს რაფინია არა იმიტომ რომ ცუდი ფეხბურთელია არამედ იმიტომ რომ სათამაშო პრაკტიკა ნაკლებად ექნება და სკამისთვის ცოდვაა

    გასულია

    1 - 17 მაისი 2018 19:52

    30 ლიმონი დაიდოს

    --------------------
    We 61D it !