ლეო მესი: არ ვცდილობ საუკეთესო ვიყო

  • 15-05-2018, 23:38
  • ლეო მესი: არ ვცდილობ საუკეთესო ვიყო

    "ბარსელონას" არგენტინელმა ლიდერმა, ლიონელ მესიმ, Tyc Sports-ის ჟურნალისტს სახლში უმასპინძლა და არაერთ საინტერესო საკითხზე ესაუბრა.

    "ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ახლაც მახსოვს, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. ბოლო ბოლო, ფინალში მაინც გავედით.

    ადრე, ინტერვიუს მიცემის დროს, დაძაბული ვიყავი ხოლმე და თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. ახლა, ასე აღარაა.

    ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგება აღვნიშნე.

    ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ვგრძნობდით, რომ ეროვნულ ნაკრებში, მოგების ვალდებულება გვქონდა. სამ ფინალში ვიყავით და სამივე მათგანი წავაგეთ.

    როდესაც ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება გავაჟღერე, იმ ხალხს, ვინც თავისი ოცნენებისთვის იბრძვის, ცუდი მაგალითი მივეცი. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც გვსურს.

    არასდროს მითქვამს, რომ საუკეთსო ვარ, ან მეორე ადგილზე ვარ, ან მესამეზე.

    არ ვარ დაინტერესებული იმით, რომ ისტორიაში საუკეთესო ვიყო. არავის ვეჯიბრები. უბრალოდ მინდა, წლიდან წლამდე განვვითარდე.

    რონალდუს არ ვეჯიბრები. გამოწვევაა როდესაც ვხედავ, რომ "რეალი" ჩემპიონთა ლიგას იგებს, როდესაც ვუყურებ, რომ ტიტულს სხვა გუნდი იგებს. მინდა, ჩემპიონი ყოველ წელს გავხდე.

    ნეიმარის "რეალში" ხილვა საშინელი რამ იქნება.

    ესპანეთთან არგენტინის 1:6 წაგება რეალურ სურათს ვერ გვიჩვენებს. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, ბურთს ვფლობდით და მომენტებს ვქმნიდით.

    აგუეროსთან ერთად თამაშით სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას არ ვაპირებ.

    აგუერო, გვარდიოლასთან მუშაობით, ძალიან გაიზარდა. პეპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ის ისეთ რამეს დაგანახებს, რასაც შენ ვერ ხედავ.

    "ბარსელონას" დატოვების ცდუნება არ მაქვს. ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბი და საუკეთესო ქალაქია. ჩემს შვილებს აქ მეგობრები ჰყავთ... ცვლილებები არ მჭირდება. რაიმეს დასამტკიცებლად სხვაგან წასვლა არ მჭირდება.

    "რეალს" ყველა პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს, ისევე, როგორც ჩვენ. ჩვენი მიზანია ყოველთვის მეტოქეზე უკეთ ვითამაშოთ.

    გულახდილად თუ ვიტყვი, ეს ჩემპიონთა ლიგა სრული კატასტროფა იყო. თითქმის ნახევარფინალში ვიყავით... ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.

    ნაკრების მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი, ჩვენგან, მაქსიმუმს ითხოვს. მას ყოველთვის 100%-ით დახარჯვა სურს.

    ურთიერთობა, რომელიც სუარესთამ მოედანს მიღმა მაქვს, უკეთ თამაშში გვეხმარება. ის ძალიან მეგობრული ადამიანია.

    საკუთარი თამაშების ყურება მომწონს. თუმცა, ბოლო წლებში, როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება შევიცვალე და ჩემს თამაშში ახალი ელემენტები შევიტანე.

    ინეისტამ და მე თითქმის ერთდროულად დავიწყეთ. ჩვენ ერთად უამრავი დიდებული წუთი გამოვცადეთ.

    "ბარსელონა" და არგენტინა ჩემი ორი დიდი სიყვარულია.

    არ ვიცი, რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. მწვრთნელობას არ ვაპირებ. ამას ამბობდა ზიდანიც, მაგრამ ახლა შეხედეთ... ყოველდღიური რეჟიმით ვცხოვრობ. ბავშვებითა და ცხოვრებით სიამოვნებას ვიღებ.

    გასახდელში, ვცდილობ, თანაგუნდელებთან ერთად ვიყო. მათთან ერთად ვისაუბრო, გავხურდე...

    დღეს, ფეხბურთი ძალიან ტაქტიკური და კონკურენტუნარიანია. სივრცის პოვნა უფრო და უფრო რთული ხდება.

    მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიგოთ. დანარჩენი კი ღმერთმა იცის."

    თეგები: ლიონელ მესი


    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა

    13 - 17 მაისი 2018 11:48

    bolos neymars ra miasva imena da penaldosac mara gansakutrebit neymars imena zrdilobianad sheusrula

    გასულია

    12 - 16 მაისი 2018 18:11

    ეგ რონალდოზე გეკიტხატ

    გასულია

    11 - 16 მაისი 2018 17:52

    არ ცდილობ მაგრამ საუკეთესო ხარ ლეო

    გასულია

    10 - 16 მაისი 2018 17:06

    მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იმედია არგენტინა მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს იმსახურებს მესი მოგებას

    გასულია

    9 - 16 მაისი 2018 13:03

    თუ ყურადღებით წაიკითხავთ,აშკარაა ჯერ ცისფერას მიაწუწა და ბოლოსკენ ნეიმარს. smile

    გასულია

    8 - 16 მაისი 2018 12:08

    აღსარება ჩააბარა ამ ჩემისამ? smile

    გასულია

    7 - 16 მაისი 2018 10:50

    მესი გემაცვალე ჯიგარო პირველი დარ და პირველი იქნები კარიერის დამთავრების მერეც ვერ უმდა გაგისწროს ვერავინ ეს კაცი კარიერას როგორც კი დაასრულებს ვაბშე არ ვუყურებ არცერთ სპორტს

    საიტზეა

    6 - 16 მაისი 2018 07:36

    ღმერთისგან დალოცვილი ყოფილიყოს ყველა კაი ადამიანი <3

    გასულია

    5 - 16 მაისი 2018 01:05

    Msoflioze yvela argentinelma tavi unda gaigijos .

    გასულია

    4 - 16 მაისი 2018 00:47

    ვინმეს რო ეჯიბრებოდე რონალდოსავით ივარჯიშებდი ყოველდღიურად. მარა ამხელა ნიჭის მქონე ზარმაცი ხარ

    გასულია

    3 - 16 მაისი 2018 00:25

    Yveladrois sauekteso

    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    2 - 15 მაისი 2018 23:45

    საბა საყევარაშვილი აქ ხარ?

    გასულია

    1 - 15 მაისი 2018 23:41

    ლომო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ მსოფლიოზე უნდა გაიგიჟო თავი

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued