ვაიდენფელერი: რაც დემბელემ გააკეთა, აღმაშფოთებელია, მას აღზრდა არ ეყო

ვაიდენფელერი: რაც დემბელემ გააკეთა, აღმაშფოთებელია, მას აღზრდა არ ეყო

"დორტმუნდის" მეკარე, რომან ვაიდენფელერი ყოფილი თანაგუნდელის, უსმან დემბელეს "ბარსელონაში" გადასვლის საკითხს ეხმაურება.

"ასე წასვლა არ შეიძლება. დემბელემ გუნდში უსიამოვნო ატმოსფერო შექმნა და მისი დამშვიდება ვერავინ შეძლო. ფეხბურთი ჩოგბურთი არაა, ეს გუნდური სპორტია. მას თავისი ბუცებიც კი არ წაუღია. ეს აღმაშფოთებელია. არ მეგონა, თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო.

დემბელე სწორედ "დორტმუნდში" გახდა ის ფეხბურთელი, რომლითაც "ბარსელონა" დაინტერესდა. თუმცა, მადლობის ნაცვლად, მან გადაწყვიტა, ბუნტით წასულიყო და თანაგუნდელები მიეტოვებინა. ასე არ ხდება. მას აღზრდა არ ეყო.

დიდ კლუბში გადასვლა და ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ მას უნდა ეცადა და მოეძებნა გამოსავალი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა." - ციტირებს ვაიდენფელერის სიტყვებს Football Espana.

გასულ ზაფხულში, დემბელემ "დორტმუნდში" ვარჯიშზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ გერმანელები პირობას არ ასრულებდნენ და მას "ბარსელონაში" არ უშვებდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 14 მაისი 2018 21:48
    0
    აუ რა მაგარი მეკარეა ეს მონაკოსთან ბუნდეს ლიგაში ტოტენჰემთან სულ ამის გამო წააგო დორტმუნდმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 მაისი 2018 20:59
    0
    დორტმუნდი წესიერად რომ მოქცეულიყო და პირობა შეესრულებინა, შეთანხმებოდა ამ ბავშვს, ასე არ მოხდებოდა!
    Culé [?]
    #3 14 მაისი 2018 20:51
    0
    დემბომ აქ უნდა გაითქვას სახელი.ყველა უნდა დაადუმოს კაი თამაშით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 მაისი 2018 19:31
    0
    დორტუნდზე საშინელი პოლიტიკა არცერთს გუნდს არააქვს..
    გუნდის გარდა ყველაფერია
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    erik lamela
    სტუმარი [?]
    #1 14 მაისი 2018 19:23
    0
    თქვენი დორტმუნდი და დედის ******* ...... ჰუმელისი, ლევანდოვსკი, გიოტზე გაუშვით გუნდის მთავარი მამოზრავებელი ფეხბურთელები ბაირნში კაპიკებად და სადღაცა 19 წლის ღლაპს ვერ შეელიეთ ასმილიონად ბლიად, არ უნდოდად კაცს დორმუნდში და რა ექნა, დაყიდეთ ყველა კაი ფეხბურთელი დორტმუნდიდან და ეს ერთი დემბელე რა გაგიხდათ