რატომ დაისაჯა სერჟი რობერტო 4-ჯერ უფრო მკაცრად, ვიდრე სხვა მსგავს სიტუაციაში ისჯება?

რატომ დაისაჯა სერჟი რობერტო 4-ჯერ უფრო მკაცრად, ვიდრე სხვა მსგავს სიტუაციაში ისჯება?

"ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, სერჟი რობერტომ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტისგან 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. როგორც ირკვევა, ეს სასჯელი 4-ჯერ უფრო მკაცრია იმასთან შედარებით, რა სანქციაც სადისციპლინო კომიტეტმა 10 დღის წინ, იმავე არბიტრის მიერ ზუსტად მსგავს სიტუაციაში გაძევებულ ფეხბურთელთან მიმართებაში გამოიყენა.

პრიმერას 35-ე ტურში, "ხეტაფესა" და "ჟირონას" შორის გამართული მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესმა მასპინძელთა მარჯვენა მცველი, დამიან სუარესი მოედნიდან გააძევა, მიზეზად კი შეხვედრის ოქმში ეს მიუთითა: "44-ე წუთზე, მოთამაშე სუარეს სუარეს დამიან ნიკოლასი მოედნიდან გავაძევე შემდეგი მიზეზით: მეტოქისათვის, თავის არეში, ხელის ჩარტყმა ძალის გადამეტებით, იმ დროს, როდესაც ბურთი სათამაშო არეალში არ იმყოფებოდა."

ამ შემთხვევიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, იმავე მსაჯმა, ასევე მასპინძელი გუნდის მარჯვენა მცველი ასევე 44-ე წუთზე გააძევა და მიზეზად იგივე მიუთითა. "44-ე წუთზე, მოთამაშე რობერტო კარნისერ სერჟი მოედნიდან გავაძევე შემდეგი მიზეზით: მეტოქისათვის ხელის ჩარტყმა, ძალის გადამეტებით, იმ დროს, როდესაც ბურთი სათამაშო არეალში არ იმყოფებოდა." - ვკითხულობთ "ელ კლასიკოს" ოქმში.

როგორც ხედავთ, რობერტოს შემთხვევა დამიან სუარესის შემთხვევაზე მსუბუქია - სურესის შემთხვევაში საქმე ხელის თავში ჩარტყმასთან გვაქვს, რობერტოს შემთხვევაში კი დაკონკრეტება არ გვაქვს, მაგრამ ვიდეოში ჩანს, რომ რობერტო მარსელოს მხრის არეში ურტყამს და არა თავის არეში.

ამ ყველაფრის მიუხედავად, სადისციპლინო კომიტეტმა სუარესს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რობერტოს კი - 4-ჯერ მკაცრი სანქცია დააკისრა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 10 მაისი 2018 10:35
    0
    ახლა გაიხსენეთ პირველი ელკლასიკო რამოსმა სუარესს როგორ ჩაარტყა ყელის არეში და ყვითელიც არ მიუღია
    [?]
    #9 9 მაისი 2018 23:39
    0
    Ronaldos ramdeni mices kordobastan mushtikrivistvis? Saxeshi urtya xalxs da 2 mices radgan mesame derbi uwevdat.

    Da bales epizodi arc ganixiles. Arada robertos aravis kariera ar dauyenebia riskis qvesh

    ციტატა: რაღაცნაირი
    მე სულ სხვანაირად წავიკითხე იმისთვის რაც მან გააკეთა 4-12 მატჩამდე სასჯელიაო და უმცირესით დასაჯესო... რონალდუსაც იმავე მიზეზით კოპაზე 5 მატჩიანი მისცესო რავიცი ასე წავიკითხე.

    Shen halaze kitxulob? Sul barsas saeinaagmdego informaciebi gaq. Mere amvob aravis gagizianeba ar mindao da saertod am saitze rato xar da rato wer eset saocrebebs tu aravis gagizianeba ar ginda ar mesmis
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 მაისი 2018 20:49
    0
    ძალიან საინტერესო სიახლეა. ოღონდ მაინც გვითხარით:
    რატომ დაისაჯა სერჟი რობერტო 4-ჯერ უფრო მკაცრად, ვიდრე სხვა მსგავს სიტუაციაში ისჯება?

    ციტატა: IN GOD I TRUST ONE
    სხვადასხვა მუხლით დასაჯეს,ამიტომა განსხვავებული სასჯელი. ალეხანდრო დაისაჯა მუხლით ,რომელიც ითვალისწინებდა სასჯელს 1-3 მატჩამდე , ხოლო რობერტო დაისაჯა მუხლით , რომელიც ითვალისწინებდა სასჯელს 4-12 მატჩამდე

    და სად წერია რო სხვადასხვა მუხლით დაისაჯნენ ეგებ მიგვითითო.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #7 9 მაისი 2018 19:15
    0
    არაფერია თანაც სემედუს უფრო მეტი დრო მიეცემა
    IN GOD I TRUST ONE
    სტუმარი [?]
    #6 9 მაისი 2018 18:43
    0
    სხვადასხვა მუხლით დასაჯეს,ამიტომა განსხვავებული სასჯელი. ალეხანდრო დაისაჯა მუხლით ,რომელიც ითვალისწინებდა სასჯელს 1-3 მატჩამდე , ხოლო რობერტო დაისაჯა მუხლით , რომელიც ითვალისწინებდა სასჯელს 4-12 მატჩამდე
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 9 მაისი 2018 18:25
    0
    რობის მიარჭეს 4მატჩიანი.სემედუს მიეცემა შანსი არაფერია ეგ
    Culé [?]
    #4 9 მაისი 2018 18:16
    0
    მე სულ სხვანაირად წავიკითხე იმისთვის რაც მან გააკეთა 4-12 მატჩამდე სასჯელიაო და უმცირესით დასაჯესო... რონალდუსაც იმავე მიზეზით კოპაზე 5 მატჩიანი მისცესო რავიცი ასე წავიკითხე.
    Culé [?]
    #3 9 მაისი 2018 17:44
    0
    მოდი იცით რაქენით მთელმა პრიმერას მსაჯობამ და ხელმძღვანელობამ უბრალოდ გააჯვით გამოყლ ეებულო მაფიოზებო და მიმცემებო მიდი აძლიეთ პერესს სადააქვს პერეს თქვენი საკმარისი თორე აგინცობდათ შამფურივით
    Culé [?]
    #2 9 მაისი 2018 17:37
    0
    აღარ მიკვირს უკვე ასეთები,მიჩვეულები ვართ,იტყვი რამეს და სასაცილოდ არ ყოფნით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 მაისი 2018 17:36
    0
    ნეტავ რატომ არ მიკვირს?