"სანდაუნზის" მწვრთნელი: ინიესტასთვის სამხრეთ აფრიკაში თამაში ემოციური იქნება

"სანდაუნზის" მწვრთნელი: ინიესტასთვის სამხრეთ აფრიკაში თამაში ემოციური იქნება

როგორც იცით, რამდენიმე დღეში "ბარსელონა" სამხრეთ აფრიკაში გაემართება და ადგილობრივი "მამელოდი სანდაუნზის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამით გახარებულია კლუბის მთავარი მწვრთნელი, პიტსო მოსიმანე, რომელიც განსაკუთრებით ანდრეს ინიესტას ელის. 

"ბარსელონაზე" უკეთესი გუნდი არ არსებობს. შესაძლოა, ასეთი მადრიდის "რეალიც" იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, კატალონიური გუნდი საუკეთესოა. ასე იყო მაშინაც (2007 წელს), როცა რონალდინიოს "ბარსას" წინააღმდეგ ვითამაშეთ. 

ვფიქრობ, თუ ინიესტა ითამაშებს, მისთვის ემოციური მატჩი იქნება, რადგან შეხვედრა იოჰანესბურგში იმართება, იქ, სადაც მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად ჰოლანდიის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მგონი, წინასწარ ვიცით, ვინ მოიგებს. ეს ნორმალური იქნება. უბრალოდ შეხედეთ გუნდს, სახელებს, ბიუჯეტს. ჩვენ "ბარსელონას" ბიუჯეტის 3%-იც არ ვართ. ასეთი გუნდის ხილვა კი დიდი ზეიმი იქნება და ჩემი აზრით, თამაშზე ბევრი გულშემატკივარი მოვა, მათ შორის ზიმბაბვედან, ზამბიიდან, ლესოთოდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდანაც, ეს მათთვის დიდი შანსი იქნება". - აცხადებს 53 წლის სპეციალისტი, რომელიც "სანდაუნზს" სათავეში 2012 წლიდან უდგას. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 მაისი 2018 14:39
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    სამხრეთ აფრიკაში რა ჯანდაბა უნდა ინიესტას

    რა უნდა და წერია გარკვევით:
    "ვფიქრობ, თუ ინიესტა ითამაშებს, მისთვის ემოციური მატჩი იქნება, რადგან შეხვედრა იოჰანესბურგში იმართება, იქ, სადაც მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად ჰოლანდიის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა"
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 6 მაისი 2018 21:15
    0
    იმედია ითამაშებს ანდრესი