თურქეთის ჩემპიონატის შეხვედრაში არდა თურანი მსაჯისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო გააძევეს

თურქეთის ჩემპიონატის შეხვედრაში არდა თურანი მსაჯისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო გააძევეს

არდა თურანმა, რომელიც "ბარსელონადან" იჯარის წესით სტამბულის "ბაშაქშეჰირში" თამაშობს, თურქეთის სუპერ ლიგის შეხვედრის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო და დიდი ალბათობით, საქმე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით არ დასრულდება. 

"სივასსფორის" წინააღმდეგ მისი გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა და ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებასაც, დამატებულ წუთებზე კი რობინიოს (იმ რობინიოს, რომელიც გეცნობათ) დარტყმით მეტოქეებმა ანგარიში გაათანაბრეს. როგორც ჩანს, ამან თურანზე ძალიან იმოქმედა და ბოლო ეპიზოდში მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი კრა და გაძევებაც დაიმსახურა. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=Yj9xHhWiGw8]

"ბაშაქშეჰირს" ქულები ძალიან სჭირდება, რადგან ჩემპიონობისთვის იბრძვის. დარჩენილ ტურებში ბრძოლის გაგრძელება კი მათ არდას გარეშე მოუწევთ. 

ყოფილი არბიტრის, დენიზ ჯობანის აზრით, თუ წესებს ჩავხედავთ, მას 15 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ეკუთვნის, მაგრამ ფიქრობს, რომ დიდი შანსია, ეს რიცხვი ხუთს არ აცდეს. ასეა თუ ისე, 31 წლის შემტევისთვის სეზონი დასრულებულია. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 6 მაისი 2018 12:57
    0
    რა.იჯარა მე გაყიდული მეგონა უკვე
    NewMan
    სტუმარი [?]
    #3 6 მაისი 2018 02:54
    0
    ციტატა: messi and iniesta
    ციტატა: azulgerana
    ციტატა: messi and iniesta
    იმედია ტურქეთის ლიგას მოიგებს არდა

    იმედი რატოა?

    მაგრა მევასება ეს ფეხბურთელი და თან შანსი აქვს პირველი ფეხბურთელი გახდეს ვინც ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება

    ბენფიკაში რო ფეისა თამაშობს ეგ არის გამხდარი უკვე
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 5 მაისი 2018 22:14
    0
    ციტატა: azulgerana
    ციტატა: messi and iniesta
    იმედია ტურქეთის ლიგას მოიგებს არდა

    იმედი რატოა?

    მაგრა მევასება ეს ფეხბურთელი და თან შანსი აქვს პირველი ფეხბურთელი გახდეს ვინც ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 5 მაისი 2018 20:47
    0
    იმედია ტურქეთის ლიგას მოიგებს არდა