ძამბროტა – “რონალდინიოს არ სურს “ბარსას” დატოვება”

ძამბროტა – “რონალდინიოს არ სურს “ბარსას” დატოვება”

"ბარსელონას” მცველს არ სჯერა, რომ მისი თანაგუნდელი, რონალდინიო, არ აპირებს კლუბის დატოვებას.

"რონალდინიო? კი, მას ჰქონდა გარკვეული სირთულეები, მაგრამ მან ეს ყველაერი გადალახა და არამგონია კლუბიდან წასვლაზე ფიქრობდეს” – განაცხადა იტალიელმა მილანში "ფეირ პლეის გუნდის” პრეზენტაციის დროს.
ძამბროტამ, რომელიც ტრამვის გამო საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს, კმაყოფილება გამოთქვა თავისი ყოფილი გუნდის, ტურინის "იუვენტუსის” სეზონის სტარტზე გამოსვლით:
"მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ მათ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე ვხედავ და ლიდერისგან მათ მხოლოდ 3 ქულა აშორებს. ეს სიურპრიზია, რადგან არავინ არ ელოდა, რომ გუნდი ამდენს მიაღწევდა. მე მთელი გულით მსურს, რომ "იუვენტუსმა” მოიგოს სკუდეტო და მჯერა, რომ მათ ეს შეუძლიათ, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარია ნაადრევია”.
ძამბროტამ ასევე ისაუბრა ტურინულ კლუბში თავის ყოფილ თანაგუნდელზე, ალესანდრო დელ პიეროზე, რომელმაც ბოლო მატჩი "ფიორენტინასთან” სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, ხოლო საქართველოსთან გასამართ მატჩში დონადონიმ განაცხადში საერთოდ არ შეიყვანა:
"ის საკმარისად კარგი ფეხბურთელია იმისათვის, რომ ეს რთული პერიოდი გადალახოს, ესეთი პერიოდი შეიძლება დაუდგეს თავის კარიერაში ნებისმიერ ფეხბურთელს”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.