4 წელი ტიტოს გარეშე

4 წელი ტიტოს გარეშე

25 აპრილი, "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის, იოჰან კრუიფის დაბადების გამო, სასიხარულო დღეა, მაგრამ ამ დღეს თან დიდი ტკივილიც ახლავს. სწორედ 25 აპრილს, 4 წლის წინ, 2014 წელს, გარდაიცვალა "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ტიტო ვილანოვა.

ვილანოვა "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, მაგრამ პირველ გუნდში მან ფეხი ვერ მოიკიდა. ტიტო კატალონიურ კლუბს 2007 წელს, "ბარსა ბ"-ს მთავარ მწვრთნელად დანიშნული პეპ გვარდიოლას ასისტენად დაუბრუნდა. ერთი წლის შემდეგ, ის და გვარდიოლა პირველ გუნდში დაწინაურდნენ და მომდევნო 4 წელიწადში 14 ტიტული მოიგეს.

2012 წელს, გუნდიდან გვარდიოლას წასვლის შემდეგ, მთავარ მწვრთნელად ვილანოვა დაინიშნა, რომელმაც "ბარსას" ესპანეთის ჩემპიონატი სარეკორდო 100 ქულით მოაგებინა.

2013 წლის 19 ივლისს, ვილანოვამ თანამდებობა დატოვა, რისი მიზეზიც ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. 2011 წლიდან მას ავთვისებიანი სიმსივნე აწუხებდა, რის გამოც ტიტო 2014 წლის 25 აპრილს, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 25 აპრილი 2018 21:15
    0
    ნათელში იყოს კაი კაცი ადრე მ]წავიდა ამ ქვეყნიდან ძაან ადრე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 აპრილი 2018 14:10
    0
    ეჰ, ტიტო :(((((
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 აპრილი 2018 13:46
    0
    Writer gaixare am statiistvis.
    Tito vilanova the chessman. Love
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️