იასპერ სილესენი, თასის კარის დარაჯი

იასპერ სილესენი, თასის კარის დარაჯი

დღეს, "ბარსელონა" სეზონის პირველი ტიტულის მოგებას ეცდება. ამაში გუნდს ჰოლანდიელი კიპერი, იასპერ სილესენი უნდა დაეხმაროს, რომელსაც მოედანზე არც ისე ხშირად ვხედავთ, მაგრამ კოპა დელ რეის შეხვედრებში, წინა სეზონის მსგავსად, პირველი მეკარე სწორედ ისაა.

მართალია, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კარიერის საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ სილესენი მის ჩრდილქვეშ არ ექცევა. იმ იშვიათ შეხვედრებში, რომლებშიც ვალვერდე კარის დაცვას იასპერს ანდობს, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ გუნდს რამე აკლია. "აიაქსის" ყოფილი მეკარე ხშირად შესანიშნავ სეივებს გვთავაზობს ასე იყო მის უკანასკნელ მატჩშიც, "ვალენსიასთან". ამას ხაზი წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ივან რაკიტიჩმაც გაუსვა.

"ის მაღალ დონეზე თამაშისთვის მზადაა, ის ამას ყოველთვის გვაჩვენებს. "ვალენსიასთან" გამარჯვებასა და თასის ფინალში გასვლაში მას დიდი წვლილი მიუძღვის". - განაცხადა ხორვატმა. 

ჰოლანდიელმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" კარი 9-ჯერ დაიცვა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ამ შედეგის და მისი თამაშის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "სევილიას" უპირატესობა ნამდვილად არ ექნება იმის გამო, რომ კატალონიური გუნდის კარს სათადარიგო მეკარე დაიცავს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 21 აპრილი 2018 23:01
    0
    მშრალად კარის შენახვას ვუსურვებ იასპერს
    გურო ბარსა ლიონი
    სტუმარი [?]
    #3 21 აპრილი 2018 22:03
    0
    წარმატებები kissing_heart
    თასი ჩაგვახუტეთ მონატრებულიი heart_eyes
    Mikela Mikela
    სტუმარი [?]
    #2 21 აპრილი 2018 20:58
    0
    dzan magari mekarea da imedi maqvs dges karg shtabechdilebas datovebs
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 21 აპრილი 2018 17:58
    0
    მგელი მეკარეა მაგრამ შტეგო უკეთესია