სელტა-ბარსელონა 2:2 - ვალვერდეს კომენტარი მატჩის შემდეგ

  • 18-04-2018, 11:34
  • სელტა-ბარსელონა 2:2 - ვალვერდეს კომენტარი მატჩის შემდეგ

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, "სელტასთან" გუშინ გამართული შეხვედრის (2:2) შემდეგ, კომენტარს აკეთებს და იმ მიზეზზე საუბრობს, რომლის გამოც მან გუნდის ლიდერები დაასვენა.

    "რთული თამაში გამოვიდა. მეტოქეს შესანიშნავი შეტევა ჰყავს და ბრწყინვალე ფეხბურთელი იაგო ასპასი. მას ძალიან კარგი სეზონი აქვს.

    სერჟის გაძევების შემდეგ, უკან დახევა მოგვიხდა, "სელტამ" კი შეტევა განაგრძო და ამის გამო, თამაში 2:2 დასრულდა.

    3 ქულის აღება გვინდოდა, მაგრამ მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა.

    მეტოქის საჯარიმოში შევდიოდით, მომენტებს ვქმნიდით და თამაშს ვაკონტროლებდით.

    დღეს 1 ქულა ავიღეთ. ტიტულამდე კიდევ 6 ქულა გვაშორებს.

    "სევილიასთან" მატჩს კარგ ფორმაში ვხვდებით. ამ გუნდის თამაშს ვუყურე. იმედი მაქვს, შაბათს პირველ ტიტულს მოვიგებთ.

    ბევრი ცვლილება განვახორციელე, რადგან ესპანეთის თასის მნიშვნელოვანი ტურნირია და წინ ფინალი გველის.

    გადავწყვიტე, გამერისკა და შემადგენლობა შემეცვალა, რადგან შაბათს მნიშვნელოვანი დაპირისპირება გვაქვს."



    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    8 - 19 აპრილი 2018 17:54

    ნახეთ ამ კაცის თამადობით ბარსა ლამაზ კომბინაციურ დაბალანსებულ ფეხბურთს ითამაშებს.მკაცრ პრესიბგს და დაცვაში,ნახ.დაცვასა და შეტევაში თანაბრად კარგები ვიქნებით

    გასულია

    7 - 18 აპრილი 2018 23:00

    წადი ვალო წადი არაა ბარსა საშენო კლუბი ვერ უქაჩავ დონეს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    6 - 18 აპრილი 2018 18:50

    ვალვერდე წადი, დატოვე ბარსა და სიტყვას გაძლევ, ბერაძეების ხინკალს გაჭმევ გასკდომამდე..გაგატან კიდეც.

    გასულია

    5 - 18 აპრილი 2018 14:15

    ბარსამ ვერ ითაამაშა სელტამ ბურთის ფლობის გარდა გვაჯობა და ეს კიდევ ამბოობს თამაშს ვაკონტროლეებდიითო

    გასულია

    4 - 18 აპრილი 2018 12:56

    საშინელება. კოშმარი. კატასტროფა.

    ეს კაცი ნამდვილი ტრუსიკია, მაგრამ ისეთი ნიჭიერი იდიოტია, რომ მთელ გუნდს ისე აპანიკებს ყველა ტრუსიკს ემსგავსება.

    ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს 8 კაცით ვეთამაშებოდით სელტას:დ:დ სელტას!!!!

    იმედია თასის ფინალს წავაგებთ და ეს ორი რეგვენი ერთად წავა გუნდიდან. ბართიკო და ხუანის ვზგლიადიანი ერნესტო.

    გასულია

    3 - 18 აპრილი 2018 11:58

    dedaaa valiko icinis es ra naxa chemma tvalebma :D

    გასულია

    2 - 18 აპრილი 2018 11:48

    Tamashis Xarisxis moumate she chlungI .

    გასულია

    1 - 18 აპრილი 2018 11:48

    ვააა მე კიდე მეგონა მთელი ასნავნოი დასაჯა :დდ