ოფიციალურად: "ტოტენჰემი", "მილანი "და "რომა" წინასასეზონო მზადების დროს

ოფიციალურად: "ტოტენჰემი", "მილანი "და "რომა" წინასასეზონო მზადების დროს

"ბარსელონამ", ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამათი საზაფხულო ტურის დეტალები ოფიციალურად დაადასტურა. ცნობილი გახდა, რომ კატალონიური კლუბი, საერთაშორის ჩემპიონთა თასზე, "ტოტენჰემთან", "მილანთან" და "რომასთან" ითამაშებს.


28 ივლისი

ტოტეჰემი

"როუზ ბოული"

პასადენა, კალიფორნია

07:05 (თბილისის დროით)

31 ივლისი

მილანი

AT&T სთედიუმი

არლინგტონი, ტეხასი

05:35 (თბილისის დროით)


4 აგვისტო

რომა

ლევი'ს სთედიუმი

სანტა კლარა, კალიფორნია

04:05 (თბილისის დროით)


მერვედ ამერიკაში

"ბარსელონა" ამერიკის შეერთებულ შტატებს, წინასასეზონო მზადების დროს, მერვედ ეწვევა.

პირველად ეს 2003 წელს მოხდა. ფრანკ რაიკარდის გუნდმა "იუვენტუსთან", "მილანთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ითამაშა.

3 წლის შემდეგ, კატალონიელები "ჩივასს", "ამერიკასა" და "რედ ბულზს" დაუპირისპირდნენ.

2008 წელს, პეპ გვარდიოლას სადებიუტო სეზონის წინ, "ბარსელონამ", აშშ-ში, "ჩივასისა" და "რედ ბულზის" წინააღმდეგ ითამაშა. მომდევნო წელს, "გალაქსის", სიეტლ საუნდერსისა" და "ჩივასის" წინააღმდეგ.

2011 წელს, "ბარსელონას" მეტოქეები "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩივასი" და "ამერიკა" იყვნენ.

2015 წელს, "ბარსელონა" "გელექსის", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" ეთამაშა. გასულ ზაფხულში კი, ვალვერდეს გუნდმა "იუვენტუსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი" დაამარცხა და საერთაშორისო ჩემპიონთა თასი მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 18 აპრილი 2018 21:19
    0
    სამივე თამაშს დიდი ანგარიშით მოვიგებთ
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 17 აპრილი 2018 23:02
    0
    ციტატა: ani-barca10
    ვა ვააა ბარსა ტოტენჰემი :დდდ ამიხდა ოცნება :დდ kissing_heart

    მეც ძან მაინტერესებს ტოტტენჰემი-ბარსას შეხვედრა