Marca: "ბარსელონას" ფეხბურთელებმა, "რომასთან" წაგების შემდეგ, იტირეს
მადრიდული Marca, "ბარსელონაში" მყოფი ინფორმატორის დახმარებით, იმ სიტუაციას აღგვიწერს, რომელიც კატალონიური კლუბის გასახდელში "რომასთან" მარცხის შემდეგ იყო.
წყაროს ცნობით, ასეთ რამეს "ბარსელონას" არცერთი ფეხბურთელი არ ელოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდმა "ჩელსითან" და "სევილიასთან" სტუმრად ცუდად ჩატარებული შეხვედრები დეტალურად გაარჩია.
Marca-ს ინფორმაციით, რომში გამართული თამაშის შემდეგ, "ბარსელონას" გასახდელში ისეთი სიტუაცია იყო, როგორც დაკრძალვაზე. ფეხბურთელები თავიანთ იმედგაცრუებას ვერ მალავდნენ და ტიროდნენ.
წაგებამ განსაკუთრებით იმოქმედა მესისა და ინიესტაზე. გუნდის კაპიტნებს, ბარსელონაში დაბრუნების დროს, თვითმფრინავში, ხმა არ ამოუღიათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]