Sky Sports: ინიესტა ჩინეთში გადადის

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Sky Sports იტყობინება, რომ "ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ერთ-ერთ ჩინურ კლუბთან კონტრაქტი შეათანხმა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვეტერანი "ტიანცზინ ციუანცზიანს" შეუთანხმდა. აზიურ კლუბთან ინიესტას კონტრაქტი 3 წელზე იქნება გათვლილი, ხოლო წელიწადში, ხელფასის სახით, 37 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ "რომასთან" მატჩის შემდეგ ესპანელმა განაცხადა, რომ ეს, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე მისი ბოლო მატჩი იყო.
თეგები: ანდრეს ინიესტა ტიანცზინ ციუანცზიანი
კომენტარები [ 22 ]