Marca: "მანჩესტერი" უმტიტის შეძენას აღარ აპირებს

Marca: "მანჩესტერი" უმტიტის შეძენას აღარ აპირებს

ესპანურ სპორტულ პრესაში საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სამუელ უმტიტია და "ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.

კატალონიური Sport ამტკიცებს, რომ 24 წლის უკანახაზელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 60 მილიონ ევროდ გადასვლასთან ახლოსაა. ასევე კატალონიური Mundo Deportivo ირწმუნება, რომ უმტიტი "ბარსელონაში" ბედნიერია და ის გუნდის გამოცვლას არ გეგმავს. უბრალოდ, ფრანგს ხელფასის მომატება სურს.

Mundo Deportivo-ს მხარი მადრიდულმა Marca-მაც აუბა. დედაქალაქური გამოცემის ინფორმაციით, "ბარსელონას" ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ უმტიტისთან შეთანხმებას მალე მიაღწევენ. იგივე წყაროს ცნობით, უმტიტის ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედის" გეგმებში აღარ შედის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    beso410
    სტუმარი [?]
    #4 29 მარტი 2018 23:01
    0
    kristalbet ზე შეგიძლიათ გაიგოთ ინფორმაცია ყველა სპორტზე, დადოთ ფსონი და მოიგოთ უამრავი პრიზი.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 29 მარტი 2018 15:48
    0
    არ უნდა გაუშვათ და მემგონი არც წავა
    Zura88
    სტუმარი [?]
    #2 29 მარტი 2018 12:20
    0
    ამოვისუნთქე.თორემ იყიდდა ხვალვე.მოგი....ანთ პრესა და ჟურნალისტების საჯ.ვამ საფსამი. laughing laughing
    BarcaMan...
    სტუმარი [?]
    #1 29 მარტი 2018 12:18
    0
    ვერ გავიგე რა ხდება სხვადასხვა ინფორმაციააა, წესით ბარსამ ასეთი მცველი არ უნდა დაკარგოსს