კოუტინიოსა და პაულინიოს ბრაზილიამ ტერ შტეგენის გერმანია დაამარცხა
ცოტა ხნის წინ დასრულდა ამხანაგური მატჩი გერმანიასა და ბრაზილიას შორის, რომელიც ბრაზილიელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
"ბარსელონას" ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა, ფილიპე კოუტინიომ და პაულინიომ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს. პაულინიომ მოედანზე მთელი 90 წუთი დაჰყო, ხოლო კოუტინიო 73-ე წუთზე დუგლას კოშტამ შეცვალა. რაც შეეხება კატალონიელთა გერმანელ გოლკიპერს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, მან დღევანდელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ერთადერთი გოლი "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟეზუსმა, 37-ე წუთზე გაიტანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]