"ბარსელონელები" ეროვნულ გუნდებში

"ბარსელონელები" ეროვნულ გუნდებში

ახალხანს დასრულებულ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობა "ბარსელონას" არაერთმა წარმომადგენელმა მიიღო და ზოგი მათგანი თანაკლუბელსაც დაუპირისპირდა.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გერმანიამ, დიუსელდორფში, ჟერარ პიკეს, ჟორდი ალბასა და ანდრეს ინიესტას ესპანეთს უმასპინძლა. ოთხივე "ბარსელონელი" სასტარტო შემადგენლობაში იყო. ტერ შტეგენმა და ალბამ სრულად ითამაშეს, ინიესტა 46-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო პიკე - 51-ეზე. თამაში 1:1 დასრულდა. მე-6 წუთზე, სტუმრებმა ანგარიში ანდრეს ინიესტას საგოლე გადაცემის წყალობით გახსნეს.

პარიზში, სამუელ უმტიტის, ლუკა დინისა და უსმან დემბელეს საფრანგეთი იერი მინას კოლუმბიასთან 2:3 დამარცხდა, არადან 26-ე წუთზე 2:0 იგებდა. უმტიტი, დინი და მინა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. უმტიტიმ და მინამ სრულად ითამაშეს, დინი კი 76-ე წუთზე შეცვალეს. მან და მინამ ყვითელი ბარათები დაიმსახურეს. რაც შეეხება უსმან დემბელეს, ის მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. კოლუმბიამ 85-ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით მოიგო, რომელიც სამუელ უმტიტიზე დაფიქსირებულ წესების დარღვევას მოჰყვა. არადა, "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა აშკარად ჯერ ბურთზე ითამაშა.

ციურიხში დრამატულ ბრძოლაში ეგვიპტეს 2:1 მოუგო ანდრე გომეშის პორტუგალიამ. "ბარსელონას" ნახევარმცველი მეოდანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი ანგარიშით 0:1 აგებდა. პორტუგალიას გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუმ მოუტანა, რომელმაც გოლები 92-ე და 95-ე წუთებზე გაიტანა.

ამსტერდამში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ინგლისთან 0:1 წააგო იასპერ სილესენი ჰოლანდიამ. "ბარსელონას" მე-2 მეკარე ნაკრებშიც 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ტრავმირებული ლეო მესის გარეშე დარჩენილმა არგენტინამ კი იტალიას სძლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #13 24 მარტი 2018 18:06
    0
    ციტატა: gio-barca29
    გუშინ ესპანეთმა როგორ ითამაშა აჯობა გერმანიას?

    ზუსტი დარტყმა კარში 3-2 გერმანიის სასარგებლოდ კარშ იქით 4-4 ზე ბურთის ფლობა 50-50 ზე კუთხურები 9-2 გერმანიის სასარგებლოდ ფრე თამაში ყოფლია კუთხურებს თუ რ ჩავთვლითტ
    HORUS
    სტუმარი [?]
    #12 24 მარტი 2018 16:42
    0
    არმინდა ეს საიტიც ბავშვთა ბაღს დაემსგავსოს! :) რონალდომ სასწაული თამაში ჩაატარა და პირადად მე ავღფრთოვანდი, რა ბილეთი გადამირჩინა ტიპმა :)) უდიდესი ფეხბურთელია აშკარად და რაც მეტსს დავაფასებთ მით უფრო ღირსეულიი გულშემატკივრები ვიქნებით. :) პირადად მე არასდროს მძულდა რეალი და რონალდო მე მათ პატივს ვცემდი ყოველთვის და ასეც იქნება.. მეტოქის დაფასება ეს შენიი პლიუსია!
    [?]
    #11 24 მარტი 2018 15:28
    0
    ადმინ ეს მადრიდისტები რო გაცხრილო ერთხელ და სამუდამოდ არ გინდა? ტვინი მო...ნა ამ რონალდოს ქების მოსმენით. რონალდომანია ქვია საიტს? რამდენი ადვოკატი ყავს ტიპს. და პერესს შეფარული იუმორით რო ახსენებს ზოგიერთი. 100% ით იციან პერესის წვლილი რამხელაა რეალის წარმატებაში და ვითომ იუმორით ლაპარაკობენ პერესმა ჩააწყოო. რაც შეეხება რონის გუშინ ძალიან მაგრად ითამაშა და ნუ შეე..ცით და ზოგადადაც სასწაულ ფორმაშია
    gio-barca29
    სტუმარი [?]
    #10 24 მარტი 2018 11:58
    0
    გუშინ ესპანეთმა როგორ ითამაშა აჯობა გერმანიას?
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #9 24 მარტი 2018 11:30
    0
    დემბელე აშკარად ნაკრებში უფრო თამამად თამაშობს ვიდრე ბარსაში...აქაც ეგ სითამამე უნდა და დაგლიჯავს კოღო
    Culé [?]
    #8 24 მარტი 2018 11:15
    0
    ეს რეკლამები რა უბედურებაა, თან ტოტალიზატორის
    Culé [?]
    #7 24 მარტი 2018 08:27
    0
    ოღონდაცა რაა... ამხანაგურ მატჩებში მაინც შეეშვით მსაჯებზე საუბარს... კიდე კაი პერესიც არახსენეთ.
    ღამურა
    სტუმარი [?]
    #6 24 მარტი 2018 05:03
    0
    ra afsaidi kaco gadamrevt tqven anu video referic moisyida peresma?
    Anastasia13
    სტუმარი [?]
    #5 24 მარტი 2018 03:15
    0
    ამ რონალდუს ძაან აქვს აკრეფილი და მემგონი ყველას გადაასწრებს გოლებში angry ამ კაცის არ დაუფასებლობა არ შეიძლება სასწაულია მარა ნომერი უნო ვიცით ვინცაა ყველამ heart_eyes
    IN GOD I TRUST ONE
    სტუმარი [?]
    #4 24 მარტი 2018 03:00
    0
    ციტატა: azulgerana
    My Webpage ეს კაცი თამაშგარე ნახეთ ეს და ამხანაგურ მატჩში დამატებული 6 წუთი ნახეთ

    ეგ არ ჩაითვალა laughing

    ციტატა: IN GOD I TRUST ONE
    ციტატა: azulgerana
    My Webpage ეს კაცი თამაშგარე ნახეთ ეს და ამხანაგურ მატჩში დამატებული 6 წუთი ნახეთ

    ეგ არ ჩაითვალა laughing

    რაც შეეხება 6 წუთს მე-2 გოლი მე-94 წუთზე გაიტანა,ასე რომ ჯერ შეამოწმე ინფორმაცია, თავი რომ არ შეირცხვინო laughing
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 24 მარტი 2018 02:10
    0
    ციტატა: messi and iniesta
    სუარეზი დავიწყდათ

    პაუულინიოც და კოუც
    Sergi roberto20 10
    სტუმარი [?]
    #2 24 მარტი 2018 02:06
    0
    ოხ საფრანგეთო ეს რა ქენით
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 24 მარტი 2018 02:05
    0
    სუარეზი დავიწყდათ