ჩავი ერნანდესი: დემბელეს შესაძლებლობების გამოსავლენად დრო და ფსიქოლოგიურად მომზადება დასჭირდება

ჩავი ერნანდესი: დემბელეს შესაძლებლობების გამოსავლენად დრო და ფსიქოლოგიურად მომზადება დასჭირდება

"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი უსმან დემბელეზე საუბრობს.

"მას საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად დრო დასჭირდება. "ბარსელონაში" თამაში ფეხბურთელისთვის ყველაზე რთული გამოცდაა, რომლის ჩაბარებასაც ბევრი ვერ ახერხებს. 

დემბელე ნიჭიერი, სწრაფი მოთამაშეა, მაგრამ აქ მას არ ექნება სივრცეები, როგორც "დორტმუნდში" და "რენში" ჰქონდა. მან სწრაფად ფიქრი, გადაწყვეტილებების წამის მეათასედებში მიღება უნდა ისწავლოს, ფსიქოლოგიურად გაძლიერდეს. ეს ყველაზე მთავარია. ყოფილან საშუალო დონის ფეხბურთელები ასეთი თვისებებით, რომლებსაც გუნდში 15 წელი გაუტარებიათ და შესანიშნავი ფეხბურთელები დიდი მომავლით, რომლებმაც აქაურ წნეხს ვერ გაუძლეს და შესაბამისად, ვერც კარგ შედეგს მიაღწიეს. 

უსმანმა თავის თავს უნდა უთხრას: "მე "ბარსას" ფეხბურთელი ვარ" და მენტალურად უფრო ძლიერი უნდა გახდეს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს". - ციტირებს ჩავის სიტყვებს Goal.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Zura88
    სტუმარი [?]
    #4 21 მარტი 2018 11:53
    0
    მომავალ წელს კოუ და დემბო იფრენენ
    gogi88
    სტუმარი [?]
    #3 21 მარტი 2018 11:40
    0
    დემბომ მაგრად მოუმატა, შეშინებულიც აღარ ჩანს როგორც ადრე იყო
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 21 მარტი 2018 01:00
    0
    მაგარი მწვრთნელი გამოვა ჩავი
    Culé [?]
    #1 20 მარტი 2018 23:47
    0
    რაღა დროის ამაზე საუბარია იხოდება უკვე კაცი,დაგვიბერდი შენც ჩავი :დდ