ტერ შტეგენმა ვიქტორ ვალდესის რეკორდი დაამხო

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში (2:0) კარი კვლავ მშრალად შეინახა.
25 წლის გერმანელმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 29 მატჩიდან კარი მშრალად 18-ჯერ შეინახა და მხოლოდ 13 გოლი გაუშვა.
ამგვარად, ტერ შტეგენმა კატალონიელთა მეკარეებს შორის რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდსმენმა, ვიქტორ ვალდესმა, 2010/11 სეზონში, პრიმერას 29 ტურში 15 გოლი გაუშვა.
თეგები: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ვიქტორ ვალდესი
კომენტარები [ 15 ]