მაურო იკარდიმ სუარესს გადაასწრო

  • 18-03-2018, 19:25
  • მაურო იკარდიმ სუარესს გადაასწრო

    იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში "სამპდორია" "ინტერს" დაუპირისპირდა. მილანელებმა ლუიჯი ფერარისის სახელობის სტადიონზე მასპინძელ გუნდს 5:0 სძლიეს.

    "ნერაძურის" ლიდერმა, მაურო იკარდიმ აღნიშნულ მატჩში პოკერი გაიფორმა და სერია ა-ში 22-გოლიან ნიშნულს მიაღწია. 

    "ოქროს ბუცის" რეიტინგში არგენტინელ ფორვარდს 44 ქულა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მან ლუის სუარესსა და სერხიო აგუეროს გადაასწრო, რომელთა ანგარიშზეც 42-ია.

    სამწუხაროდ, "ბარსელონას" ცხრიანს ამ კვირაში საკუთარი შედეგის გაუმჯობესების საშუალება დისკვალიფიკაციის გამო არ მიეცემა. ის "ატლეტიკთან" დაპირისპირებას ტოვებს.



    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 18 მარტი 2018 20:13

    არგენტინის ნაკრებსი მიიწვიეს თუ იცით

    0
    გასულია

    2 - 18 მარტი 2018 20:04

    დდდდდდდდდდდდდდდდ

    0
    გასულია

    1 - 18 მარტი 2018 19:57

    Daikide luis sauketeso st xatrrrrrrrr

    0