დი ფრანჩესკო: ფეხბურთელები "ბარსელონასთან" თამაშს მოუთმენლად ელიან

დი ფრანჩესკო: ფეხბურთელები "ბარსელონასთან" თამაშს მოუთმენლად ელიან

"რომას" მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგით კმაყოფილია.

"ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი გუნდი მეოთხედფინალშია. წილისყრის შედეგითაც კმაყოფილი ვარ, რადგან წინასწარ ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე შეგვხვდებოდა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის და საუკეთესო ფეხბურთელის, მესის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. ვეცდებით, ამ შეხვედრას პოზიტიურ განწყობაზე შევხვდეთ, მოედანზე თამაშისთვის გავალთ. ბუნებრივია, რომ მოთამაშეები ამ მატჩს მოუთმენლად ელიან, მაგრამ მე მათ ვურჩიე, რომ საქმეს მეთოდურად მიუდგნენ. თუ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაში გვინდა, ჯერ ეს იტალიის ჩემპიონატში იქამდე გასამართ შეხვედრებში უნდა გავაკეთოთ". - ამბობს დი ფრანჩესკო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 18 მარტი 2018 02:56
    0
    ციტატა: messi and iniesta
    ნაინგოლანს შორიდან არ უნდა დავარტყმევინოთ უნდერი პეროტს და ელ შარავის ახლოდან უნდა ვეთამაშოთ და ჯეკოს ბურთი არ უნდა მივაღებინოთ ამას თუ გავაკეთებღ ჩავთვალოთ რომ კამპნოუზე გადავწყვეტთ ყველაფერს

    ან უბრალოდ მესის მივცეთ პასი
    Leonking
    სტუმარი [?]
    #3 18 მარტი 2018 00:50
    0
    ვაღიაროთ, გაგვიმართლა, რომა დღეს-დღეობით (და არც არასდროს) არ არის იმ კალიბრის გუნდი, რომელსაც ბარსელონასთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 17 მარტი 2018 23:11
    0
    ნაინგოლანს შორიდან არ უნდა დავარტყმევინოთ უნდერი პეროტს და ელ შარავის ახლოდან უნდა ვეთამაშოთ და ჯეკოს ბურთი არ უნდა მივაღებინოთ ამას თუ გავაკეთებღ ჩავთვალოთ რომ კამპნოუზე გადავწყვეტთ ყველაფერს
    Zura88
    სტუმარი [?]
    #1 17 მარტი 2018 21:41
    0
    წამოყვირებას ვერ მოასწრებთ ბოლომდე რომ შეგიპამპალებენ კატალონიელები.:დ