“შტუტგარტი”-”ბარსელონა” – მატჩის განაცხადი

“შტუტგარტი”-”ბარსელონა” – მატჩის განაცხადი

"ბარსელონას” განაცხადში მთავარი სიახლე რონალდინიოს გამოჩენა არის, რომელმაც კლუბის უკანასკნელი 3 შეხვედრა გამოტოვა. ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ განაცხადს დაუბრუნდა ასევე რაფაელ მარკესიც. ბოლო თამაშში მცირე ტრამვის მიღების გამო საეჭვო არის გაბრიელ მილიტოს მოედანზე გამოჩენა, მაგრამ ის განაცხადში მაინც მოხვდა და მისი ბედი სავარაუდოდ თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვევა. განაცხადში მოხვდა ასევეახალგაზრდა მარკ კროსასიც.

მაგრამ არის ცუდი ამბავიც, "ლევანტესთან” დაპირისპირებაში ტრავმა მიიღო ია ია ტურემ, რომელიც გერმანიის ჩემპიონებთან თამაშს ვერ შესძლებს და საერთოდ მინიმუმ ერთი თვე დაემშვიდობება ფეხბურთს.

გუნდის სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ვალდეის, ხორკერა

მცველები: ოლეგერი, პუიოლი, მარკესი, აბიდალი, ტურამი, სილვინიო, მილიტო

ნახევარმცველები: ჩავი, დეკო, ინიესტა, კროსასი

თავდამსხმელები: მესი, ანრი, რონალდინიო, ჯოვანი, ბოიანი, გუდიონსენი

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.