ბუსკეტსი: "ჩელსისთან" საპასუხო მატჩში "ბარსელონა" გამარჯვებისთვის ითამაშებს

ბუსკეტსი: "ჩელსისთან" საპასუხო მატჩში "ბარსელონა" გამარჯვებისთვის ითამაშებს

"ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა "ჩელსისთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის მოლოდინები გაგვიზიარა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ლონდონში 1:1 დასრულდა.

"ნულოვანი ფრე მატჩის დასრულებისას კარგი შედეგი იქნება, მაგრამ არა მატჩის მსვლელობისას. საქმე ისაა, რომ "ჩელსის" გოლი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გატანა ჩვენც მოგვიწევს. ასე რომ, ხვალ ჩვენ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

2012 წელს "ჩელსისთან" გავარდნა? ნებისმიერ მატჩში შეიძლება რაღაცის სწავლა, იმ მატჩშიც კი, რომელიც დიდი ხნის წინ შედგა. ჩვენ მაშინ კარგად დავიწყეთ თამაში, შევქმენით კარგი ანგარიში, მაგრამ შესვენებამდე გოლი გავუშვით. მთელი ძალისხმევით ვცდილობდით, გამოვიმუშავეთ პენალტი, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ზოგჯერ ბურთი უბრალოდ კარში არ მიდის. ფეხბურთში ყოველთვის ძლიერები ვერ იმარჯვებენ." - განაცხადა ბუსკეტსმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 მარტი 2018 22:10
    3
    ბარსა U19 2-0 ადუღებს ატლეტიკო მადრიდს, პირველ ტაიმშივე მოუხნა .... პატარა ნაჯახებს
    --------------------
    "კაცმა ცხოვრებაში შესაძლოა, პოლიტიკური პარტია, რელიგია ან სულაც ცოლი შეიცვალოს, რასაც ვერ გაუბედავს საფეხბურთო კლუბს."
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 მარტი 2018 22:04
    0
    დემბელეს დაყენება ძირითადში საშიშია,მითუმეტეს რო ასეთი ფეხბურთელი გვჭირდება.ბურთს ხშირად კარგავს და კონტრშეტევებზე როგორ თამაშობს ჩელსი კი ვნახეთ,ამიტომ მგონია რო პაულინიოს დაყენება უფრო კარგი ვარიანტია და დემბელეს მეორე ტაიმში შემოყვანა.ანდრე გომეში და პაულინიო პირველი ტაიმისთვის არ იქნება ცუდი თუ ინიესტა არ იქნება.თუ რობერტომაც ვერ ითამაშა მაშინ აუცილებელიც კია დემბელეს დაყენება.ჩელსის ძაან გაუჭირდება კამპნოუზე თამაში ,მარა გატანის შანსები ექნებათ დარწმუნებული ვარ.4-3-3 ტაქტიკა გვინდა პირველ ტაიმში და თუ გავიტანეთ 4-4-2ზე გადაწყობა,მარა ჩემზე გაცილებით კარგად ვალვერდემ იცის ეგ.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #5 13 მარტი 2018 22:03
    0
    ბიჭებო? იუთუბში პრევიუ როგორ გავაკეთო? ბარსა ჩელსის
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 13 მარტი 2018 21:57
    0
    3-2 მგონია
    nelson semedo 2
    სტუმარი [?]
    #3 13 მარტი 2018 21:57
    0
    3-1 ბარსა იგებს
    Zura88
    სტუმარი [?]
    #2 13 მარტი 2018 21:52
    0
    მიდით ბიჭებო.რევანში უბდა შედგეს. ღირსეულად უნდა წავკუზოთ ავტობუსის მძღოლი კონტე და მისი ტრანსპორტი. laughing
    Culé [?]
    #1 13 მარტი 2018 21:48
    0
    ხოდა ახლა გაქვთ შანსი