დეზინფორმაცია ნეიმარის "ბარსელონასადმი" მოთხოვნებთან დაკავშირებით

  • 12-03-2018, 11:13
  • დეზინფორმაცია ნეიმარის "ბარსელონასადმი" მოთხოვნებთან დაკავშირებით

    გუშინ, ნაკლებად ავტორიტეტულ ევროპულ სპორტულ გამოცემებში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ნეიმარმა "ბარსელონას" 2 პირობა წაუყენა და ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრაზილიელი მზადაა კატალონიურ გუნდში დაბრუნდეს.

    ინფორმაციის პირველწყარო ესპანური Don Balon არის, რომელიც ავტორიტეტულ წყაროდ არასდროს მიიჩნეოდა. წყარო ორ გარემოებას მართლაც ასახელებს: მესისთან ერთად უმაღლესი ხელფასი და არგენტინელის მიერ ტრანსფერის სურვილის საჯაროდ დაფიქსირება.

    Don Balon-ის ცნობით, ნეიმარს სურს, მესიმ საჯაროდ განაცხადოს, რომ არგენტინელს ბრაზილიელის დაბრუნება უნდა. ასე, ლეო "ბარსელონას" ხელმძღვანელობაზე ზეწოლას მოახდენს, ხოლო თავად ნეიმარი - "პარი სენ-ჟერმენზე". წყაროს მაგალითად სესკ ფაბრეგასის შემთხვევაც მოჰყავს, როდესაც, მესიმ ფეხბურთელის "არსენალიდან" "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი საჯაროდ დააფიქსირა. თუმცა, ეს არ ყოფილა ტრანსფერის მოთხოვნა.

    იმ შემთხვევაშიც კი, თუ Don Balon-ის ინფორმაცია სწორი იქნება, მეორე გარემოების მოთხოვნად შეფასება არასწორია, რადგან ალოგიკურია, ნეიმარმა "ბარსელონას" მოსთხოვოს ისეთი რამ, რაც თავად "ბარსელონაზე" მოახდენს ზეწოლას. ინფორმაციის სისწორის შემთხვევაში, ეს იქნება ნეიმარის სურვილი, რომელიც მან, შესაძლოა, მესის გაუზიაროს.

    ესპანური გამოცემის ინფორმაცია სერიოზულად მხოლოდ მასსავით ნაკლებად ავტორიტეტულმა Daily Star-მა მიიღო და სწორედ ამ გამოცემის გავლით მოხვდა ქართულ სპორტულ ვებგვერდებზე. ჩვენ კი, თავი მოვალედ ჩავთვალეთ, გაგვეფრთხილებინა მომხმარებლები, რომ არ ენდონ არაავტორიტეტულ გამოცემებს.

    თეგები: ნეიმარი


    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    9 - 13 მარტი 2018 02:28

    და "რუჩკებსაც" არ ვენდოთ? :))

    საიტზეა

    8 - 12 მარტი 2018 20:57

    დემბელე ადამიანია ნეიმარისგან განსხვავებით, ნეიმარს ისეთი მამა ყავს 2 წელიწადში ბარსას მფლობელობას მოინდომებს ეგ ნაგვის გროვა

    გასულია

    7 - 12 მარტი 2018 20:03

    ციტატა: vegassi54
    ნეიმარი კარგი შოუს ოსტატია, მისი თამაში ლამაზია, ამაზე არავინ დაობს,მაგრამ დემბელეს დიდი მომავალი აქვს და ამიტომ არ ვემხრობი ნეიმარის დაბრუნებას,როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გუნდს მაშინ გაიქცა, პირადად ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ის ბარსას მაისურს ვერასოდეს ჩაიცმევდა.

    გეთანხმები. ვთქვათ კარგი, დააბრუნეს, ამით გუნდი ისევ ფინანსურ კრიზისში წავა ნეიმარი და მაგის ოხერი მამის მადის გათვალისწინებით. უმტიტისთვის ხელფასი ვერ გაუზრდიან და ნეის 40 მილიონიანი ხელფასი გადამხდელია ბარსა? მეორე კიდე რომც დაიბრუნო, დემბელეს კარიერა უნდა დაანგრიო, კაცის რომელმაც იომა ბარსაში გადმოსვლაზე და ამის მერე დემბელე გაუშვა და ნეიმარი მოათრიო? და რაც მთავარია, რა გარანტიაა რო ნეიმარი ისევ წასვლაზე არ დაიწყებს ტირილს? პატარა ბავშვია ეგ ჯერ ტვინით, ჩამოუყალიბებელი და არაპრინციპული. გუნდმა მშვენივრად გადაიტანა ამის წასვლა და გუნდში ერთი არასანდრო კაცით ნაკლებია რომელსაც ბარსა კი არა ფული უყვარს, და ისევ ამ კაცის მოსვლა და ბარსას ისევ ნეიმარზე დამოკიდებულება სისულელე იქნება. რომელიც სად გიღალატებს ღმერთმა იცის. რომც მოვიდეს ჰა ჰაა ლეოს ყოფნამდე დარცეს თორე როგორც კი მესი წავა ნეიმარიც გაიქცევა და მერე ესე ადვილად ვეღარ გამოძვრება ბარსა. მარა მაინც რეალში გადასვლის წინაპირობას ამზადებს ეგ არაკაცი ჩემი აზრით. მომავალ წელს გრიზი დაიდოს და 1 კარგი ნახევარმცველი და რეალში თუ გინდა Mთელი პსჟ გადასულა თავისი ხელაიფიანად

    გასულია

    6 - 12 მარტი 2018 16:48

    არ გამოაქვეყნოთ მერე ამ ბალონის ჭორები, 10- დან 9 ტყუილია.

    საიტზეა

    5 - 12 მარტი 2018 14:17

    ნეიმარი კარგი შოუს ოსტატია, მისი თამაში ლამაზია, ამაზე არავინ დაობს,მაგრამ დემბელეს დიდი მომავალი აქვს და ამიტომ არ ვემხრობი ნეიმარის დაბრუნებას,როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გუნდს მაშინ გაიქცა, პირადად ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ის ბარსას მაისურს ვერასოდეს ჩაიცმევდა.

    გასულია

    4 - 12 მარტი 2018 11:41

    არა თუ ნანობს ამას არ იტყოდა მგონია რო დაბრუნება უნდა მარ გიდე ფულს ითხოვდეს არა მგონია(ამხელა თანხას)

    გასულია

    3 - 12 მარტი 2018 11:35

    არანაირად მინდა 26 წლის ნეიმარი, თუ 20 წლის დემბელეს შეველევით, მჯერა რომ დემბელე უფრო დიდი ფეხბურთელი გახდება

    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    გასულია

    2 - 12 მარტი 2018 11:21

    ;დდ ამისი დაბრუნება გამორიცხულია..0%

    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია

    1 - 12 მარტი 2018 11:20

    Don Balon არა დაჩის ზღაპრები. ვინ ყიდულობს საერთოდ მაგ გაზეთს ღმერთო. ასავალ-დასავალს გადაუჯოკრეს. Don "ერთხელ ხომ მაინც გავარტყავთ" Balon