ანდრეს ინიესტა, "ყოველდღე უფრო ახლოს"

ანდრეს ინიესტა, "ყოველდღე უფრო ახლოს"

"ატლეტიკოსთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ, "ბარსელონას" კაპიტანი, ანდრეს ინიესტა ინდივიდუალურად ვარჯიშობს. შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, ის "მალაგასთან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. რაც შეეხება "ჩელსისთან" უფრო მნიშვნელოვან დაპირისპირებას, ერნესტო ვალვერდე ინიესტას დაბრუნებისთვის ოთხშაბათის საღამოს ზედმეტად ადრედ მიიჩნევს, თუმცა თავად ანდრესის პოსტი სოციალურ ქსელში "ბარსას" გულშემატკივრებს იმედს უნარჩუნებს. 

"ყოველდღე უფრო ახლოს". - წერს ინიესტა. 

რა თქმა უნდა, 14 მარტი ყოველდღე ახლოვდება, მაგრამ იქნება თუ არა მზად 33 წლის ნახევარმცველი ამ დროისთვის მოედანზე გასასვლელად - ფეხბურთელის გარდა სამედიცინო შტაბი და მწვრთნელიც გადაწყვეტს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 10 მარტი 2018 22:36
    0
    ინიესტა ჩელსისთაან უნდა იყოს