ტიერი ანრი: გვარდიოლამ 30 წლის ასაკში ფეხბურთი თავიდან მასწავლა

  • 4-03-2018, 11:47
  • ტიერი ანრი: გვარდიოლამ 30 წლის ასაკში ფეხბურთი თავიდან მასწავლა

    ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი იხსენებს, რომ როდესაც "ბარსელონაში" გადავიდა, პეპ გვარდიოლამ თამაში თავიდან ასწავლა.

    "გვარდიოლას მწვრთნელობის დროს, 30 წლის ასაკში, ფეხბურთის თამაში თავიდან ვისწავლე. საკლუბო და სანაკრებო დონეზე წარმატებების შემდეგ, უცებ, თამაშს სხვა მხრიდან შევხედე. ახლებურად ვისწავლე პოზიციურად თამაში, სივრცეების ათვისება და ის, რომ ყველა ასპექტში 100%-ით უნდა დავიხარჯო.

    გვარდიოლას შეგვიძლია ზედმეტად ჭკვიანიც კი დავარქვათ, რასაც, ზოგჯერ, პრობლემებამდე მივყავართ. ის იმდენ შეცდომას ამჩნევს, რომ ტაიმში ტაქტიკის 5-ჯერ შეცვლაა შესაძლებელი.

    დეტალებზე ორიენტირების მხრივ, გვარდიოლას ბადალი არ ჰყავს. მაგალითად, მე თქვენ გეუბნებით: "შევხვდებით ლონდინში". არც მისამართი და არც სხვა რამ არაა საჭირო. გვარდიოლა ასეთი არაა. ის ყურადღებას მიაქცევს მისამართსაც, ავტომობილსაც, GPS-საც და ყველაფერ დანარჩენს." - განაცხადა ტიერი ანრიმ Sky Sports-ის ეთერში.

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    8 - 4 მარტი 2018 15:54

    მენატრება ეს დრო

    გასულია

    7 - 4 მარტი 2018 15:40

    პეპი დაბრუნდება 3-4 წელში თუ ხავი არ დაბრუნდა მწვრთნელად

    გასულია

    6 - 4 მარტი 2018 15:24

    დაასკდეს მაურინიო თავისი ავტობუსებით.

    გასულია

    5 - 4 მარტი 2018 14:49

    გვარდი ყველაზე მაგარია heart_eyes

    გასულია

    4 - 4 მარტი 2018 14:49

    პუიოლს აქვს ნათქვამი გვარდიოლას საფეხბურთო ეშმაკობებში თვითონ ეშმაკიც კი ვერ აჯობებსო! ცუდია რომ შორსაა პეპი ჩვენგან..

    გასულია

    3 - 4 მარტი 2018 13:15

    მაგარი იყო ძალიან ანრი, მაგრამ გვარდიოლა გენიოსია მთელ მსოფლიომ აღიარა,მასეთი მწვრთნელი უახლოეს დროში ბარსას არ ეყოლება,დაბრუნდი პეპე!!

    გასულია

    2 - 4 მარტი 2018 12:44

    ანრი სუპერ

    --------------------
    ❤️❤️❤️Tito Vilanova The Chessman ❤️❤️❤️
    გასულია

    1 - 4 მარტი 2018 12:15

    ლეგენდა იყო ანრი