რობერტო დე ასისი: გვარდიოლას რონალდინიოს "ბარსელონაში" შენარჩნება სურდა

რობერტო დე ასისი: გვარდიოლას რონალდინიოს "ბარსელონაში" შენარჩნება სურდა

"ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგენდის, რონალდინიოს ძმა და აგენტი რობერტო დე ასისი უარყოფს გავრცელებულ ინფრომაციას, თითქოს მისმა ძმამ კატალონიური კლუბი პეპ გვარდიოლას გამო დატოვა.

"გვარდიოლამ დაგვირეკა და დალაპარაკება გვთხოვა. მას ჩემი ძმის დარჩენა სურდა, მაგრამ რონალდინიოს წასვლა უნდოდა.

პირადად ჩემი აზრით, რონალდინიოს "ბარსელონას" დატოვება არ სჭირდებოდა და მას შეეძლო დარჩენილიყო. თუმცა, ხმაურიანი საპრეზიდენტო არჩევნები გველოდა და მან წასვლა გადაწყვიტა.

სანდრო როსელი კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო, მაგრამ ის ოპოზიციაში წავიდა და არჩევნების გზით ბრძოლა გადაწყვიტა. რონალდინიო გუნდის ლიდერი იყო და იმ დროს, ყველა მის თავისთვის სასიკეთოდ გამოყენებას ცდილობდა." - ციტირებს რობერტო დე ასისის სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 4 მარტი 2018 12:13
    0
    ორი ლეგენდა
    gio-barca29
    სტუმარი [?]
    #1 4 მარტი 2018 11:38
    0
    ეხ რონი ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ხარ სადღა არიან შენნაირი ტალანტები