პირველი თერთმეტმეტრიანი ბოლო 79 თამაშში...

პირველი თერთმეტმეტრიანი ბოლო 79 თამაშში...

"ლას პალმასსა" და "ბარსელონას" შორის ამ წუთებში მიმდინარე მატჩში ერთი ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, როგორსაც ადგილი დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია.

მე-2 ტაიმის დასაწყისში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა სერჟი რობერტოს მხრიდან თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და "ბარსელონას" კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლას კალიერიმ აქცია.

ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 79 თამაშში, როდესაც "ბარსელონამ" ლა ლიგაში, გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაუშვა. დღევანდელ შეხვედრამდე ბოლოს ასეთი შემთხვევა 2016 წლის თებერვალში, "სელტას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში იყო დაფიქსირებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 2 მარტი 2018 01:24
    0
    პენალტი არ იყო