"ჩელსი"-"ბარსელონას" ჯიუნეით ჩაქირი განსჯის

"ჩელსი"-"ბარსელონას" ჯიუნეით ჩაქირი განსჯის

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 თებერვალს "ჩელსისა" და "ბარსელონას" შორის გასამართ დაპირისპირებას თურქი არბიტრი ჯიუნეით ჩაქირი განსჯის.

41 წლის სპეციალისტს "ბარსელონას" მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში 6-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა პირველი 2 მატჩი ფრედ დაასრულეს, ბოლო 4 კი მოიგეს.

თურქმა არბიტრმა "ბარსელონას" სასარგებლოდ 4 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო კატალონიელთა საწინააღმდეგოდ - 2.

ჩაქირმა თითოჯერ გააგდო როგორც "ბარსელონას", ასევე მეტოქის ფეხბურთელი.

თურქ მსაჯს "ჩელსის" მატჩში მონაწილეობა 7-ჯერ მიუღია. ლონდონელთა ანგარიშზე 3 მოგება, 2 ფრე და 2 წაგებაა. ჩაქირმა "ჩელსის" სასარგებლოდ 1 პენალტი დანიშნა, ხოლო საწინააღმდეგოდ - 2. ლონდონელთა მატჩში ჩაქირმა 2 ფეხბურთელი გააძევა და ორივე შემთხვევაში "არისოკრატებმა" იზარალეს.

უშუალოდ "ბარსელონასა" და "ჩელსის" მატჩში ჯიუნეით ჩაქირი მსაჯი ერთხელ იყო. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის განმეორებით მატჩში, "კამპ ნოუზე", გუნდებმა 2:2 ითამაშეს. იმ შეხვედრაში, ჩაქირმა ჯონ ტერი ალექსის სანჩესის წინააღმდეგ არასპორტული საქციელისთვის მოედნიდან გააძევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #9 19 თებერვალი 2018 22:09
    0
    ციტატა: Messiah
    ციტატა: maclai1
    ციტატა: Messiah
    რას ფიქრობთ ამ ტაქტიკაზე ? ( ლინკი ) <----- ლინკი

    ალტერნატივა ....
    --------------------

    კარგიია მაგრამ არ იზამს ვალოდია მასე არ დააყენებს რობერტოს ცენტრში გამორიცხულია აი გუშინაც გამოჩნდა ვიდალი შემოვიდა და მაინც დაცვაში ათამაშა რობერტო. ვერ ხედავდა ენრიკე რობერტოში ნახევარ მცველს და ეხლა ვალვერდეც იგივეს შვება ალბათ რაღაც ისეთ ამჩნევენ რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ აქედან . ალბათ ცენტრში კონკურენციიდანაც იყო გამოწვეული ეგ, პაულინი, რაკიტიჩი, ამას დამატებული ვიდალი .. და ფიზიკურადაც არარის კიდევ ერთი ნახევარ მცველის ადგილი, პლიუს ამას რობერტოს ვერ დაიგნორებდნე და მოუძებნეს ადგილი დაცვაში და მგონი ამართლებს ამ მომენტისთვის. ვერ უწევს სემედუ კარგ კონკურენციას ფაქტია ვერ ჯობია ამ მომენტისთვის. ორი წელია მარჯვენა მცველად ათამშებენ და პრეტენზია არასდროს არ უთქვია კმაყოფილია ალბათ იმით სადაც ათამაშებენ.



    :((( ხოდა იმედია ჩავი მოასწრებს მოსვლას სანამ მესი და ბუსკეტსი წავა .. სანამ რობერტო დაბერდება

    არადა რამდენჯერაც ითამაშა ნახ.დაცვაში გამოჩნდა რომ უმაგრესია.აი ჩავის პოზიციას ხატავს.
    temo24
    სტუმარი [?]
    #8 18 თებერვალი 2018 17:46
    0
    მთავარია შეცდომები არ დაუშვას
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #7 18 თებერვალი 2018 17:07
    0
    მაგრა მევასება თურქი მსაჯები უშეცდომოები არია
    Culé [?]
    #6 18 თებერვალი 2018 16:49
    0
    ციტატა: Messiah
    2019/20 წლის ბარსა ? ( ლინკი ) <----- ლინკი


    წარმოიდგინეთ ...

    რობერტო დაცვით ფუნქციებშიც ასე თუ ისე გაერკვა ... მცველდ არ გამოდგება ამგრამ ბუსკეტსს დაეხმარება ცენტრის განადგურეაბში... ბურთის ართმევაში და დაცვით ფუნქციებში... მოწინააღმდეგის შეტევების დროს მე-2 აპორნად დაეხმარება ბუსკეტსს , კონტრშეტევების დროს ან ეგ გაიქცევა ან სემედო ... და ბურთის კონტროლი გაცილებით უკეთესი აქვს რაკიტიჩზე დარწმუნებული ვარ ეგ და კოუ ცენტრში + უკან ბუსკეტსი ნებისმიერ ცენტრს მოგუდავს... ყველაფერს რო თვი დაანებო რობერტო ცენტრში ყველგან იქნება და დაუღალავად ირბენს

    გრიზმანი რატო მოტეხე????????????
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 თებერვალი 2018 15:45
    0
    ერთერთი ყველაზე გამოცდილი და სამართლიანი მსაჯია, ამის სერიოზული შეცდომა ა რმახსოვს.
    [?]
    #4 18 თებერვალი 2018 15:38
    0
    ციტატა: maclai1
    ციტატა: Messiah
    პოგბა უეჭველი პსჟ ში გადავა . მანჩესტერთან დაეძაბა ურთიერთობა ..

    რავი ჰალას ადმინი გამწარებული წერდა გუშინ სტატიებს ტრანსფერიც შეათანხმა პერესთან უკვე..))) რაცკი წყარო იყო პლანეტაზე ყველა დადო,,)) ისე ბარსაში რომ დაპატოჟონ არ გამოვა ეგ ამბავი?)

    ჰალას ადმინის და მწერლების ფანტაზიორი ..... ვინკ კი საშუალოზე მაღალი დონის მოთამაშეა ყველა რეალშI მოდის. საათები რჩებათ ხოლმე ტრანსფერებამდე და მერე იდება ოფიციალური განცხადება რო რეალმა ფეხბურთელი კი არა კალათბურთელი იყიდა :D სისულელეებს წერენ. ან რა უნდა რეალში,ვინ უნდა ამოაგდოს პოგბამ. მაგათ 2-3 წელი ნახევარმცველი არ უნდათ ღორობას თუ არ დაიწყებენ. მე დავწერე წინა სტატიაშიც რო ბარსას აქვს მაგის ყიდვის შანსი და გრიზისთვის თუ ფულის გადადებას აპირებენ პოგბას ტრანსფერში დახარჯონ ჯობია. გაუშვან დენისიც, არაფერი გამოდის მაგისგან ვალვერდეს ხელში, მიაყოლონ გომეში და თუ პოგბა მოვიდა რაკეტა პაუდან ერთ ერთი წავა. კი შეგროვდება პოგბას ფული. ალბათ რაფინიასაც იყიდის ინტერი და ვიდალიც გაიყიდება. სხვა ისეთი არც ერთი პოზიცია არ გვაქვს სასწრაფო გაძლიერებას რო საჭიროებდეს. დაცვაში ნორმალური სიტუაციაა თან ვერმას უხანგრძლივებენ. შეტევაში მესი სუა კოუ დემბელე. ეხლა გრიზის მოყვანა საერთოდ მოკლავს დემბელეს განვითარების შანსებს. ამიტო ნახევარმცველზე წავიდეს 80-90 მილიონი კარგი იქნება. ინი როდის დაგვტოვებს კაცმა არ იცის და ვის იმედზე დარჩება ნახევარდაცვა პროსტა იღადავე. ვერატი მონაა არაბის და ვინ გაუშვებს, ეს საულიც რავი, ხან თამაშობს ხან ვერა და პოგბა დონეა. აქვს კლასი და მანჩესტერში უკლავენ და ლასანა დიარად აქცევენ.
    kaxikaxi
    სტუმარი [?]
    #3 18 თებერვალი 2018 15:35
    0
    ვფიქრობ ჩელსი ძალიან ხისტად ითამაშებს და ეს არ მისცემს არვის მაგის ზედმეტ სშუალებას
    Culé [?]
    #2 18 თებერვალი 2018 15:20
    0
    კაია ეს თურქი მარა ამისშეცდომებიც მახსოვს
    CULE COUTINHO
    სტუმარი [?]
    #1 18 თებერვალი 2018 15:19
    0
    imedimaqvs shecdomebs ardaushvebs daa samartlian dalamaz fexburts shemogvtavazeben gundebida amistvis msajmavundaviyochagos