"ბარსელონას" ლოგო "ეიბარის" "ბლაუგრანა" ფორმაზე

"ბარსელონას" ლოგო "ეიბარის" "ბლაუგრანა" ფორმაზე

როგორც წინა სიახლიდან გამცნეთ, "ეიბარმა", "ბარსელონასთან" წაგების შემდეგ, კატალონიური კლუბი მეგობრად მოიხსენია და მას სეზონის დარჩენილ ნაწილში წარმატებები უსურვა. ბასკურმა კლუბმა, Twitter-ის პოსტს დაურთო სურათი, სადაც ჩანს, რომ "ეიბარის" ფორმის შიდა ნაწილზე "ბარსელონას" ლოგოა გამოსახული.

სურათზე გამოსახული ფორმა ძველია და არა მიმდინარე სეზონის, მაგრამ მაინც - რატომაა "ეიბარის" ფორმაზე "ბარსელონას" ლოგო გამოსახული?

ამის მიზეზი ბასკური კლუბის ისტორიის პირველ წლებს უკავშირდება. "ეიბარი" 1940 წელს დაარსდა და პირველ წლებში, ასევე ბასკური "ბილბაოს" მიბაძვით, თეთრ და წითელ ფერებში გაწყობილი ფორმებით თამაშობდა.

3 წლის შემდეგ, 1943/44 წლების სეზონში, "ეიბარს" ახალი ფორმები ჰქონდა - ადგილობრივმა ფედერაციამ გუნდს საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ფორმები გადასცა. მას შემდეგ, ბასკებს ფერები არ შეუცვლიათ და დღემდე "ბლაუგრანა" ფორმით თამაშობენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 18 თებერვალი 2018 15:07
    0
    მაგრა გვვეთამაშა ეიბარი
    gogi88
    სტუმარი [?]
    #3 18 თებერვალი 2018 14:30
    0
    მაისურები აძლევდათ ძალას ეტყობა laughing laughing

    დემბელეზე რა გითხრათ და კოუტინიო უკვე ამართლებს, პრიმერაში დარწმუნებული ვარ შემდეგ ტურში ძირითადში იქნება. დემბელეს მთავარი პრობლემა მაინც ფსიქოლოგიურია და თუ დაძლია ათამაშდება
    Usman Dembele
    სტუმარი [?]
    #2 18 თებერვალი 2018 12:16
    0
    დემბელეზე რას ფიქრობთ გაამართლებს >?
    gio-barca29
    სტუმარი [?]
    #1 18 თებერვალი 2018 12:10
    0
    შეხედე შენ აზრადაც არ მომივიდოდა