“ლევანტე”-”ბარსელონა” – 1:4

“ლევანტე”-”ბარსელონა” – 1:4

ვალენსია, "სიუდად დე ვალენსია” 25354 მაყურებელი

ლევანტე: სტორარი, დესკარგა, ივარო, ბრუნო, დავიდი, ხუანმა (ეტიენი 53), მიგელი, ბერსონი (ვიკუეირა 53), სავიო (გეიხო 75), რიგა, რიგანო

ბარსელონა: ვალდესი, ოლეგერი, ტურამი, მილიტო (პუიოლი 46), აბიდალი (სილვინიო 63), ტურე, ჩავი, დეკო, ინიესტა, მესი (ჯოვანი 52), ანრი

მსაჯი: კარლოს გომესი

გოლები: 0:1 ანრი 17, 0:2 ანრი 24, 0:3 ანრი 49, 0:4 მესი 51

გაფრთხილება: ბერსონი 32, რიგანო 44, მიგელი 45, ივარო 62, ბრუნო 74

გაფრთხილება: ტურე 49, მარკესი 57 – დიოგო 62, ჰერერო 67

დარტყმა: 7 (3) 15 (9)

ჯარიმა: 15 14

კუთხური: 2 3

თამაშგარე: 2 9

ბურთის ფლობა: 37% 63%

სეივი: 5 2

 

მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა კატალონიის "ბარსელონამ”, რომელმაც გასვლაზე ბოლოადგილოსანი "ლევანტე” გაანადგურა.

შეხვედრაში უპირატესობა თავიდანვე სტუმრებმა იგდეს ხელთ და თამაშის ბოლომდე არც გაუშვიათ. ანგარიში კი მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც კატალონიელებმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური მოაწოდეს, მაგრამ მეკარემ გამოსვლაზე ითამაშა და ბურთი მოიგერია, ბურთი ჩავისთან მივიდა, რომელმაც თავით კარგი პასი გაუკეთა მესის და არგენტინელმაც პირდაპირ კარში დაარტყა, მაგრამ მისი დარტყმული მეკრემ მოიგერია, მოგერიებულ ბურთთან კი მარტოდმარტო ტიერი ანრი აღმოჩნდა და ვარდნაში ესპანეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო "ბარსელონას” ფეზბურთელების მიერ სეზონში გასვლაზე გატანილი პირველი გოლი. ტიერი ანრიმ გაიტანა ასევე წინასასეზონო მზადების პირველი გოლიც, ისიც გასვლაზე და მაშინაც ცისფერი მაისურით. მეორე გოლისთვის ლოდინი მაყურებელს დიდხანს არ დასჭირვებია, 24-ე წუთზე მოედნის შუიდან მესიმ შესანიშნავი პასით მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა ტიერი ანრი, რომელსაც მსგავსი სიტუაციებიდან გოლის გატანა არასდროს არ უჭირდა და ანგარიშიც 0:2 გახდა. ამ გოლის შემდეგ კატალონიელები მთელი ტაიმის განმავლობაში კვლავ ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ შესვეენბამდე მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა – ხანგრძლივი შესევეების შემდეგ კლუბს დაუბრუნდა მისი კაპიტანი, კარლეს პუიოლი. პირველი ტაიმი ნორმალურად დაწყებული არც იყო, როდესაც ანრიმ კატალონიურ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი გაიფორმა, 49-ე წუთზე ანრი დეკოს პასის და რიკოშეტის შემდეგ კარგ დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და დაამტკიცა, რომ არა მარტო კარგი შემსრულებელი, არამედ კარგად მოაზროვნე ფეხბურთელიც არის, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს და სხვა ფეხბურთელებს ეფიქრათ, რომ იგი გამჭოლ გადაცემას აკეთებდა, ამ დროს კი მან მშვიდად გაიტანა ახლო კუთხეში მესამე გოლი. არ იყო გასული ორი წუთი, როდესაც ლეო მესიმ მორიგი საფეხბურთო შედევრი შემოგვთავაზა, მან მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ერთი მოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა და დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, რის შემდეგაც მარცხენა ფეხზე ბურთი კარგად გაისწორა და გოლიც გაიტანა.  ამის შემდეგ "ბარსელონა” კვლავ ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე მომენტი, მაგრამ ანგარიში მაინც აღარ შეცვლილა და კატალონიელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს 4:1, თვითონ მინიმუმ ერთი დღით სატურნირო ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში, ხოლო მესი – ბომბარდირთა დავას

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.