ორიოლ ბუსკეტსის გამოჯანსაღების პროცესი დაიწყო

ორიოლ ბუსკეტსის გამოჯანსაღების პროცესი დაიწყო

"ბარსელონა ბ"-ს ახალგაზრდა ფეხბურთელს, ორიოლ ბუსკეტსს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და მან საავადმყოფოს დატოვების უფლება უკვე მიიღო. ის გამოჯანმრთელების პროცესს სახლში განაგრძობს და მოედანს დაახლოებით 5 თვეში, წინასასეზონო მზადების მიმდინარეობისას დაუბრუნდება. 

ბუსკეტსმა, რომელიც სარეზერვო გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, სერიოზული ტრავმა რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშზე მიიღო და მისთვის სეზონი დასრულდა. 

19 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ძირითად გუნდთან ერთად 1 შეხვედრა ჩაატარა, "ბარსა ბ"-სთან ერთად კი - 22. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 17 თებერვალი 2018 00:44
    0
    იმედია სერხიო ბუსკეცის შემცვლელი იქნება
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 16 თებერვალი 2018 23:05
    0
    კმის ფორმას უნდა დაუბრუნდეს და შემდეგ პროგლესი განაგრჯოს