ფილიპე კოუტინიო "ბარსელონას" ლეგენდარული ბრაზილიელების შესახებ...

  • 14-02-2018, 13:15
  • ფილიპე კოუტინიო "ბარსელონას" ლეგენდარული ბრაზილიელების შესახებ...

    "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიო იმ თანამემამულეებზე საუბრობს, რომლებიც კატალონიური გუნდის ლეგენდებს შორის შედიან.

    რომარიო

    "მას ყოველთვის განსაკუთრებული ხასიათი ჰქონდა, მეტოქის საჯარიმოში კი ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის ყველა ბრაზილიელისთვის კუმირი იყო."

    რონალდო

    "ბარსელონაში" გატარებული ერთი წლის განმავლობაში ის შეუდარებელი იყო. იმ დროიდან ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ მის ვიდეოებს ინტერნეტში ვუყურებ ხოლმე. ის, "ბარსელონაში", შეუდარებელი იყო და მას "ფენომენი" სამართლიანად უწოდეს."

    რივალდო

    "ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი იყო. რივალდო გამოირჩეოდა გოლების გატანით და მოედნის შესანიშნავი ხედვით. ის ძლიერი და ფეთქებადი იყო. მან "ბარსელონაში" თავისი ისტორია დაწერა."

    რონალდინიო

    "რონალდინიო ყოველთვის ჩემი კუმირი იყო. "ბარსელონაში" მისი ისტორია განსაკუთრებულია. ის ნამდვილად ჩემი უდიდესი კუმირია. მან "ბარსას" ბევრი რამ მისცა."

    ნეიმარი

    "თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებში. მან"ბარსელონაში" ძალიან კარგად ითამაშა და ყველაფერი მოიგო. ყველა მათგანმა თავისი ისტორია შექმნა და იმედი მაქვს, ამას მეც გავაკეთებ."

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    10 - 15 თებერვალი 2018 00:42

    ეს სურათი პოტოშოფის მამებმა დაამუშავეს თუ რას გავს joy

    გასულია

    9 - 14 თებერვალი 2018 20:20

    ნეიმარმა კაცობაზე ხელი აიღო ეგ იუდა რა ნამუსით ითხოვს ბარსასგან ფულს ისედაც ფულის ტომარაში თამაშობს! რამდენადაც სუპერვარსკვლავია იმდენათ უნამუსო ყოფილა და ღირსიც იქნება რო პსჯ-სთან ერთად ხის ყვერი მოიგოს!!!!!!!!!

    გასულია

    8 - 14 თებერვალი 2018 18:36

    სათაურთან ნეიმარი რა შუაშია? :დდ

    გასულია

    7 - 14 თებერვალი 2018 18:14

    შენც დაწერ ისტორიას დარწმუნებული იყავი

    გასულია

    6 - 14 თებერვალი 2018 16:23

    შენც ამ ლეგენდების გვერდით უნდა მოხვდე კოუ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    5 - 14 თებერვალი 2018 16:10

    ყანამადრიდზე მაგარი გნიასია, თუ გულიანად გინდათ იხარხაროთ, ამ ლინკზე შედით და კომენტარები წაიკითხეთ:
    halamadrid.ge/index.php?newsid=54289

    გასულია

    4 - 14 თებერვალი 2018 16:00

    მე ოთხე ლეეგენდა შენ იქნები

    გასულია

    3 - 14 თებერვალი 2018 15:13

    ყველაფერის მოგების ღირსი ხარ კოუ

    გასულია

    2 - 14 თებერვალი 2018 13:34

    Ox rogor mjera sheni da rogor mevasebi

    გასულია

    1 - 14 თებერვალი 2018 13:31

    უნდა გააკეთო ჯიგარჯან უნდა