ინტერვიუ ფილიპე კოუტინიოსთან

  • 14-02-2018, 12:20
  • ინტერვიუ ფილიპე კოუტინიოსთან

    ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" ისტორიის შესაქმნელად გადავიდა. მას სურს, ისეთი ბრაზილიელი ლეგენდების კვალს გაჰყვეს, როგორებიც რომარიო, რივალდო, რონალდინიო და ნეიმარი არიან. მანამდე კი, კატალონიელთა ახალწვეული Sport-ს ესაუბრა.

    - როდის გააანალიზე, რომ "ბარსელონას" მხრიდან დაინტერესება რეალური იყო?

    - ამაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა, მაგრამ კონკრეტული წინადადება მხოლოდ გასულ ზაფხულში მივიღეთ. კატალონიელები კონტაქტზე გამოვდიდნენ. მანამდე, უბრალოდ საუბრები იყო. ჩემს აგენტსა და კლუბის წარმომადგენლებს კონტაქტიც ჰქონდათ, მაგრამ არაფერი კონკრეტული.

     - როდის გითხრა აგენტმა ამის შესახებ? როდის უთხარი მას "დაივიწყე ყველაფერი და წამიყვანე "ბარსაში"?

    - მაშინვე, როდესაც გავიგე, რომ "ბარსელონა" ჩემით დაინტერესებული იყო, აგენტს ვუთხარი, რომ ამ გუნდში თამაში მინდოდა. პოზიცია პირველივე წუთიდან ნათლად მქონდა ჩამოყალიბებული.

    - და როდის უთხარი ნეიმარს, რომ "პარი სენ-ჟერმენში" არ გადადიოდი?

    - (იცინის) სინამდვილეში, ბევრი არც გვისაუბრია. მან თავისი გადაწყვეტილება მიიღო და მე აქ თამაშის შანსი გამოვიყენე. როდესაც შესაძლებლობა მეძლევა, ორჯერ არ ვფიქრობ. ყოველთვის ჩამოყალიბებული ვიყავი, რადგან აქ თამაში ჩემი ოცნება იყო. მინდა, აქ ადგილი დავიმკვიდრო, ტიტულები მოვიგო და "ბარსაში" ბედნიერი ვიყო.

    - მესიმ და სუარესმა თბილად მიგიღეს. მათ თამაშებზე თავიანთი ავტომობილებითაც კი დაჰყავხარ.

    - ყველამ თბილად მიმიღო. არა მხოლოდ მე, იერი მინა და პაულინიოც. გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა და ეს ძალიან კარგია, რადგან "ბარსელონას" დიდ გუნდად აქცევს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.

    - ლუის სუარესთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს. როდის დაიწყო ეს ურთიერთობა?

    - ერთმანეთი "ლივერპულში" გავიცანით. როდესაც ამ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოვაწერე, ლუისი ძალიან დამეხმარა. სხვა ფეხბურთელებიც, ყველაზე მეტად კი ისინი, ვინც ესპანურად და პორტუგალიურად საუბრობდნენ, რადგან ეს ენები ერთმანეთს ჰგავს. მე და ლუისი ყოველთვის ერთად ვიყავით და მეგობრობაც იმ დროიდან დაიწყო.

    - რომელ პოზიციაზე თამაშობ ყველაზე კარგად?

    - ჩემი სათამაშო ადგილი მწვრთნელზეა დამოკიდებული, როგორ სურს მან გუნდმა ითამაშოს და რა სჭირდება მას კონკრეტულ მატჩში. ჩემი საქმეა კარგად მოვემზადო და გუნდის სათამაშო სტილს შევეგუო. ადაპტაციას ყოველდღიურად გავდივარ და ჩემი მიზანია, მზად ვიყო იმ მომენტისთვის, როდესაც მოედანზე გასვლა მიწევს.

    - 2011 წელს, იტალიაში, თასი მოიგე, მას შემდეგ კი აღარაფერი მოგიგია. მიგაჩნია, რომ ტიტულის მოგება ისაა, რაც ძალიან გჭირდება?

    - ეს ისაა, რაც ყოველდღიურად მოტივაციას მძენს, რაც ჩემი მუშაობის ინსპირაციაა. ყველაზე შესაბამისი სიტყვა, რაც მოტივაციას მძენს, ეს ტიტულია. ამ კლუბში, მათი მოგების შანსი მაქვს და მინდა, რაც შეიძლება მეტი მოვიგო.

    - "ლივერპული" განსხვავებულ ჩემპიონატში, განსხვავებულ თამაშს აჩვენებს... "ბარსელონაში" თამაში უფრო რთულია, თუ ადვილი?

    - ასეთ დიდ ფეხბურთელებთან ერთად თამაში გაცილებით უკეთესია. ყველა გუნდს თამაშის თავისი სტილი აქვს და ამ გუნდთან შეჩვევას განვაგრძობ. ყოველდღიუდად ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო.

    - კლოპი და ვალვერდეს განსხვავებული სტილის მწვრთნელები არიან?

    - ისინი განსხვავდებიან. ორივე მათგანს მუშაობის თავისი სტილი აქვს და მათ ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილებაც აქვთ.

    - ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვა "ბარსელონაში"?

    - რთული კითხვაა. ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგია, ამას ყოველ დღე, ვარჯშებსა და თამაშებზე ვხედავ. უყურებ მათ და ფიქრობ: "ეს დაუჯერებელია". თუმცა, ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, მაგრამ როდესაც აქ მოვდიოდი, ეს ყველაფერი ვიცოდი. გასახდელში თბილად მიღება ძალიან დამეხმარა. ყველა ძალიან მშვიდად შემხვდა.

    - ნეიმარმა "ბარსელონა" "ოქროს ბურთის" გამო დატოვა. არის ეს შენთვის მოტივაცია?

    - ეს ყველა ფეხბურთელს სურს, მაგრამ უფრო მეტად გუნდურ ჯილდოებზე ვფიქრობ. მოტივაციას ეს უფრო მმატებს. დანარჩენი უკვე აქედან გამომდინარეობს - თუ კარგი სეზონი გქონდა და ტიტულები მოიგე. ახლა კი, "ბარსელონასთან" ერთად ტიტულების მოგებაზე ვფიქრობ.

    - რას ფიქრობ "რეალი"-"პარი სენ-ჟერმენის" დაპირისპირებაზე?

    - კარგი თამაშები გველის.

    - სიმართლეა, რომ "რეალში" სინჯებზე ხარ ნამყოფი?

    - მე? "რეალში"? არა, არა.

    - იყო ეს გუნდი შენით დაინტერსებული, როდესაც ახალგაზრდა იყავი?

    - არ ვიცი. პრესაში იწერებოდა... ძალიან პატარა ვიყავი, 16 წლის ასაკში "ინტერისგან" შემოთავაზება მქონდა. საბოლოოდ, ამ გუნდში გადავედი.

    - ეთანხმები მარსელოს, რომ ნეიმარი საბოლოოდ "რეალში" მაინც გადავა?

    - არ ვიცი. მასთან, ამ საკითხზე, არ მისაუბრია. ამაზე მან უნდა იფიქროს, მე კი მხოლოდ "ბარსელონაზე" ვფიქრობ.

    - თამაშების წინ კვლავ ლოცულობ?

    - კი, ყოველთვის. არა მხოლოდ მოედანზე გასვლის წინ, არამედ ყოველდღე. ღმერთის მწამს და მას ყოველთვის მადლობას ვუხდი, როდესაც შემიძლია.

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    17 - 15 თებერვალი 2018 19:31

    ise Manchester sitidan debruins AR gaushveben arsad tore eg ro barcashi iyos imena daglijavs. da an kide baiernidan Tiago alkantara rom moiyvanon vafshem gaasworebda. centric giji gveyolbw dzaan :)

    გასულია

    16 - 14 თებერვალი 2018 23:21

    ეს რაღაცა განსაკუთრებული განსხვავებული სტილის მოთამაშედ ჩამოყალიბდება და 100 % მჯერა იმის რომ თავის გაცემულ ავანსებს მილიონჯერ ამოიღებს ყველანაირად უბრალოდ გუნდის შეუცვლელი ფიგურა იქნება ახლა მთავარია ბარსამ ფინანსური კრიზისი არ აიკიდოს ამდენი ტრანსფერებიდან და დანარჩენი ჯერ არავინ გვინდა ნუ როგორ არ გვინდა მაგრამ აუცილებლობა არარის ბიუჯეტი აღარამგონია ისევ დახუნძლული იყოს ზაფხულზე კაროჩე ეს ნაყარი ხალხი დენისი გომეში და კიდე სხვა მრავალი უნდა წავიდეს და ვინმე პერსპექტიული მოვიდეს თუგინდა იფურცუხოს ოღონდ რამე ქნას და გააკეთოს პედროს ვერასდროს ვამჩნევდი ვერასდროს აღვითქვი ბარსას ლეგენდად და თურმე რამხელა შეცდომა დამიშვია მენატრება უმაგრესი კაცი აი პედროს სტილის ბიჭი გვინდა არასდროს წუწუნებდა და სულ მზად იყო მოკლედ პედრო გომეშების საგვარეულოს ათასჯერ ჯობს

    გასულია

    15 - 14 თებერვალი 2018 22:13

    რამდენი ხანია ეს კაცი მინდოდა ბარსას გუნდში და ძლივს გადმოვიდა.. ზუსტად ბარსას ტიპის ფეხბურთელია და ბევრსაც მიაღწევს.

    გასულია

    14 - 14 თებერვალი 2018 18:13

    ჯიგარი კაცია კოუტინიო.ცანცარა ბრაზილიელებს არ გავს.უმაგრესად უნდა ითამაშოს ბარსაში და იმედია ვალვერდეც ზუსტ პოზიციას შეურჩევს.ისეთს რომელზეც კოუ იფრენს ბარსაში

    გასულია

    13 - 14 თებერვალი 2018 17:34

    ადაპტაცია სჭირდება და თვიდაჯერება, ის რომ კოუ ძალიან მაგარია მგონი ამაზე არავინ დაობს,თან დიდი წნეხის Qვეშა ამხელა ფულია გადახდილი და ყველა სურს პირველი მატჩიდან უჩვენოს თავისი დონე. იმედია გაამართლებს

    გასულია

    12 - 14 თებერვალი 2018 16:19

    მეტი თავდაჯერებულობა კოუ ცოტა უნდა გათამამდე

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    11 - 14 თებერვალი 2018 16:01

    ყანამადრიდზე მაგარი გნიასია, თუ გულიანად გინდათ იხარხაროთ, ამ ლინკზე შედით და კომენტარები წაიკითხეთ:

    halamadrid.ge/index.php?newsid=54289

    გასულია

    10 - 14 თებერვალი 2018 15:57

    ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს ბარსაში.

    გასულია

    9 - 14 თებერვალი 2018 15:55

    კოუ ძან ცუდია რომ ჩHემპიოონთა ლლიგაძე არ არის

    გასულია

    8 - 14 თებერვალი 2018 15:38

    ამას ერთადერთო რე აკლია .მეტი თავდაჯერებულობა ჭირდება თორემ შებოჭილია სულ ცდილობს ვინმეს შეტენოს პასი. მარცხენა ფლანგზე კონტროლი მთლიანად ამან უნდა აიღოს საკუთარ თავზე ნუ ალბასთან ერთად რათქმაუნდა.

    გასულია

    7 - 14 თებერვალი 2018 15:19

    კაი ბიჭიი აბა სენ იცი

    გასულია

    6 - 14 თებერვალი 2018 15:12

    მომავალი ხარ ბარსასი ფილიპე

    გასულია

    5 - 14 თებერვალი 2018 13:00

    ციტატა: Messiah
    არ არის ტიპური ბრაზილიელი . არც კლუბები და სმა უყვარს .. დიდი მკმავალი აქვს ამას ბარსაში

    Egrea, ertgulia da icis ra unda, arc cancaraa.. bevri shromit daimkvidrebs adgils da ityvis tavis sityvas

    გასულია

    4 - 14 თებერვალი 2018 12:56

    არ არის ტიპური ბრაზილიელი . არც კლუბები და სმა უყვარს .. დიდი მკმავალი აქვს ამას ბარსაში

    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    3 - 14 თებერვალი 2018 12:42

    Genacvale, kargi bichi xar zalian, mtavaria motivacia da ambicia ar dakargo, maksimums unda miagcio chventan ertad

    გასულია

    2 - 14 თებერვალი 2018 12:36

    ოქროს ბიჭო ^^ შენგან ბევრ სურპრიზს ველოდებიიი ^^

    გასულია

    1 - 14 თებერვალი 2018 12:31

    <3

    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★