15 თვის შემდეგ, "ბარსამ" პირველად ვერ მოახერხა ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" გოლის გატანა

15 თვის შემდეგ, "ბარსამ" პირველად ვერ მოახერხა ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" გოლის გატანა

"ბარსელონას" და "ხეტაფეს" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 15 თვის განმავლობაში, როცა კატალონიელებმა ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 

ბოლოს ასეთ შემთხვევას ადგილი 2016 წლის 19 ნოემბერს ჰქონდა. მაშინ "ბარსელონა" "მალაგას" ეთამაშებოდა და სტუმართა კიპერმა, იდრის კამენიმ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. იმ შეხვედრაშიც, დღევანდელის მსგავსად, საბოლოო ანგარიში 0-0 დაფიქსირდა. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა "ხეტაფემ" "ბარსას" "კამპ ნოუზე" გოლის გატანის საშუალება არ მისცა. ეს 2007/08 წლების სეზონშიც მოხდა. როგორც გახსოვთ, ეს ის სეზონია, როცა გუნდმა ვერცერთი ტურნირის მოგება ვერ მოახერხა, ლა ლიგაში კი ჩემპიონ "რეალს" 19 ქულით ჩამორჩა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 12 თებერვალი 2018 18:26
    0
    არაუშავს.ფრეც კარგია
    Culé [?]
    #4 11 თებერვალი 2018 23:24
    0
    ასეთი ტაქტიკა აქვს ვალიკოს, პირველ ტაიმში არცერთი დართყმა კარის ჩარჩოში!!!!!! გასაკვირი არა გოლი რო ვერ გავტანეთ?
    Culé [?]
    #3 11 თებერვალი 2018 23:18
    0
    მახსოვს იმ თამაშში კაცი გაუგდეს მალაგას და ძაან ბევრი მომენტი გვქონდა მარა ვერ მოვიგეთ, იმის წინ 0-0_იც მახსოვს მალაგასთან მაშინ დუგლასის დებიუტი შედგა
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 11 თებერვალი 2018 22:31
    0
    ძან ცუუდია
    Culé [?]
    #1 11 თებერვალი 2018 22:05
    0
    ამ დროს ეწყება ხოლმე კრიზისი ზუსტად ბარსას დასაწყისი თითქმის სულ ასეთი აქვს და ისეთ დროს გადაიღლება ხოლმე როცა ლიგაზეა სათამაშო / იმედი მაინც მაქვს და ვნახოთ რაიქნება.