ზედიზედ 2 ფრის შემდეგ, "ატლეტიკოსთან" სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა

ზედიზედ 2 ფრის შემდეგ, "ატლეტიკოსთან" სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა

ლა ლიგის 23-ე ტურში "ბარსელონამ" "ხეტაფეს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. "ბარსას" მაისურით პრიმერა დივიზიონში კოლუმბიელი მცველის, იერი მინას დებიუტი შედგა, უსმან დემბელე კი მოედანს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა.

კატალონიელები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ და რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 

ზედიზედ მეორედ დაკარგული 2 ქულის გამო, უახლოეს მდევარ "ატლეტიკოსთან" სხვაობა ისევ შემცირდა. მადრიდელები, რომლებმაც ამ ტურში "მალაგა" მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხეს, "ბარსას" ახლა უკვე მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩებიან, "რეალს" და "ვალენსიას" კი 23-ე ტურის მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ.

მომდევნო ტურის მატჩს "ბარსელონა" "იპურუაზე", "ეიბარის" წინააღმდეგ გამართავს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #8 12 თებერვალი 2018 18:18
    0
    არაფერია კიდევ გავასწრებთ.ატლეტიკოს მოვუგებთ სახლში
    aleko97
    სტუმარი [?]
    #7 12 თებერვალი 2018 00:49
    0
    არაფერია სანერვიულო ვალიკომ იცის თავისი საქქმის არაა საპანიკო 2 ნიჩია ზედიზედ ცოტა მარტივ გუნდებთან დასვენება უნდათ ლიდერებს და სათადარიგოები უნდა ათამაშოს თორე ძაან გადაიღალა მესიც და სუაც... მაგრამ ორი აზრი არარსებობს იმაზე რომ წელს ბარსა ლალიგას მოიგებს კოპასაც და მთავარი აქცენტი ლიგაზე უნდა გადავიდეს რა
    Don andres-8
    სტუმარი [?]
    #6 11 თებერვალი 2018 23:13
    0
    გადაღლილი და დამძიმებული მეჩვენებება ბარსელონა ბოლო 4-5 თამაშია.არც ისე იოლი სეზონის ბოლო გველის როგორც სეზონოს შუაში იძახდა ზოგიერთები..
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 11 თებერვალი 2018 22:24
    0
    აუ ატლეტიკომ შეიკლა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 თებერვალი 2018 22:23
    0
    ტუ არ გკიდიატ ახლა :D ეს ნიჩია ლა ლიგა რო ბარსასია 2 აზრი არ აქ არ დაიხარჯა გუნდი და მეტი რაგინდათ და კოუტინიოს და დემბელეს მეტი დრო ჭირდებათ ცოტა მორიდებულად არიან
    Culé [?]
    #3 11 თებერვალი 2018 21:29
    0
    რანაირად წავიდა თამაში *ლიად რა ხეტაფეს მეკარეს ახლა მოუნდა ნოიერობა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 თებერვალი 2018 21:24
    0
    RAMODENIME RTULI GASVLA DAGVRCHA DA ARAVIN ICIS RAMOXDEBA..ATLETIKO SAKMAOD MOGVIAXLOVDA..MARA CAMPNOUZE DAVADEBT MAINC ;DD
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    Culé [?]
    #1 11 თებერვალი 2018 21:22
    0
    :////////////////////