ედენ აზარი: ნეიმარის წასვლამ „ბარსა“ დაასუსტა? კატალონიაში უცხოპლანეტელი თამაშობს

ედენ აზარი: ნეიმარის წასვლამ „ბარსა“ დაასუსტა? კატალონიაში უცხოპლანეტელი თამაშობს

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა MARCA-ს ჟურნალისტების მიერ "ბარსელონასთან" დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

იცით ვინ არის ტომ ჰენინგი?

- არა.

- ეს ნორვეგიელი არბიტრია, რომელმაც 2009 წელს გამართულ "ჩელსი"-"ბარსელონას" მატჩში რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

- დიახ, რა თქმა უნდა. მახსოვს ეს მატჩი, განსაკუთრებით კი დიდიე დროგბას რეაქცია. თუმცა, ფეხბურთი ასეთია და მე მსგავსი სიტუაციები არ მაშინებს. ბუნებრივია, მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში "ჩელსი" დაზიანდება, მაგრამ არბიტრთა სამუშაოს არასდროს ვაფასებ. საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და "ბარსელონას" დამარცხების იმედი გვაქვს.

ბევრი ფიქრობს, რომ ნეიმარის წასვლამ გუნდი დაასუსტა. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- არა, რადგან "ბარსელონაში" უცხოპლანეტელი ასპარეზობს. ზოგადად, მთელი გუნდი დიდ კლასს ფლობს.

"ბარსელონა" და "ჩელსი" ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 11 თებერვალი 2018 13:32
    0
    ედენ რა კლასნი ხარ თამაშშიც და ლაპარაკშიც <3 ეს კაცი იმენა დაგვხატავდა
    --------------------
    Lionel ''The Alien'' Messi
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 9 თებერვალი 2018 17:10
    0
    ნეიმარის წასვლიმ სეთევა ბაასუსრა მაგრამ დაცვა გძლიერდა ბარსა კოუსსდა დემბოს დამატებით ნეიმარისს წაასვლა მემგონი კაიც იყყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 თებერვალი 2018 16:38
    0
    ვინაა ტომ ჰენინგი? გვერდითი? მთავარი ხო ევრებე იყო.
    bagratichi
    სტუმარი [?]
    #2 9 თებერვალი 2018 16:04
    0
    აუუ როგორ მინდა ეს ბარსაში იმენა ჩვენი სტილია, კოუთინიო ინის პოზიციაზე დადგებოდა ეს კი თავის მარცხენა ფლანგზე, ამის დათრევა ზაფხულში ჩვეულებრივად შეიძლება კონტრაქტიც ეწურება მემგონი
    Culé [?]
    #1 9 თებერვალი 2018 15:19
    0
    Undaa gavxiot eseni