სუარესს და ალბას კოპა დელ რეის ფინალის გამოტოვება ემუქრებათ

სუარესს და ალბას კოპა დელ რეის ფინალის გამოტოვება ემუქრებათ

"ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, დღეს "ვალენსიას" წინააღმდეგ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ითამაშოს, რადგან თუ ის მსაჯისგან გაფრთხილებას მიიღებს, ფინალს გამოტოვებს (რა თქმა უნდა, თუ "ბარსა" ორი მატჩის ჯამში მეტოქეს აჯობებს). 

სუარესს ამ სეზონში კოპა დელ რეის მატჩებში უკვე 2 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და კიდევ ერთი დისკვალიფიკაციის მისაღებად საკმარისი იქნება. ანალოგიურ მდგომარეობაშია ჟორდი ალბაც. 

აღსანიშნავია, რომ სუარესმა ესპანეთის თასზე 3 გაფრთხილება წინა სეზონშიც მიიღო და ფინალში ვერ ითამაშა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 8 თებერვალი 2018 23:17
    0
    არცერთმა არ უნდა მიიღოს ყვითელი
    temo24
    სტუმარი [?]
    #3 8 თებერვალი 2018 23:12
    0
    ორივე საჭიროა ფინალისთვის უნდა გაფრთხილდნენ!!!
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 8 თებერვალი 2018 22:59
    0
    70 ათი წუთი ვათამაშოთ მერე დავასვენოთ არა
    Culé [?]
    #1 8 თებერვალი 2018 21:46
    0
    Meti raundaa msajobas uceb gaayvitleben