Sport: პიკე სასჯელს გადაურჩა

Sport: პიკე სასჯელს გადაურჩა

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტი, ჟერარ პიკეს, "ესპანიოლთან" მატჩში გატანილი გოლის აღნიშვნის გამო, არ დასჯის.

პრიმერას გასულ ტურში, პიკემ გამათანაბრებელი გოლი 82-ე წუთზე გაიტანა და აღნიშვნის დროს, მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს გაჩუმებისკენ მოუწოდა. "ესპანიოლმა" კი ეს ქმედება ფედერაციაში გაასაჩივრა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საშეჯიბრო კომიტეტმა მსგავს ფაქტზე რეაგირებაზე უარი განაცხადა. მიზეზი ისაა, რომ თუ კომიტეტი გოლის აღნიშვნის გამო სანქციის გამოყენების პრეცედენტს შექმნის, იგივეს გაკეთება უამრავ მსგავს სიტუაციაში მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 თებერვალი 2018 18:49
    0
    რა თქმა უნდა, მაშინ დასაჯონ რონალდუც რომელიც ყველა გოლზე კამპ ნოუზე, მაყურებლებს ანიშნებ რო წყნარად იყვნენ ის აქაა და ყველაფერს წყვეტს.
    ან დასაჯონ კარვახალი, რომელმაც რამოსის გოლზე 93-ე წუთზე, კამპ ნოუზე შუა თითი უჩვენა მაყურებელს, დასაჯონ პეპე რომელმაც თასის ფინალში გატანილ გოლის შემდეგ მკლავი აწია და იდაყვთან დაირტყა, ხვდებით არა ამ ნიშანს...
    ხო, შეიძლება იგუაინიც დასაჯონ, შეცვლის დროს რო შუათითი უჩვენა ბარსას გულშემატკივრებს 0-3-ზე.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 7 თებერვალი 2018 18:41
    0
    ძალიანაც კარგი
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 7 თებერვალი 2018 16:25
    0
    არ ეკუთნოდა და აარ მიიღო