პირველ გუნდში "ლა მასიას" მხოლოდ 6 აღზრდილი დარჩა

  • 3-02-2018, 15:54
  • პირველ გუნდში "ლა მასიას" მხოლოდ 6 აღზრდილი დარჩა

    ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, "ბარსელონას" პირველ გუნდში ლა მასიას აღზრდილი უჩვეულოდ ცოტა ფეხბურთელი დარჩა.

    მას შემდეგ, რაც გუნდი ჟერარ დეულოფეუმ და რაფინია ალკანტარამ დატოვეს, "ბარსას" პირველ გუნდში აკადემიაგამოვლილი მხოლოდ 6 მოთამაშეა: ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ჟერარ პიკე, სერჟი რობერტო, სერჟიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა.

    სულ რაღაც 5 წლის წინ, "ბარსელონას" პირველ გუნდში ლა მასიას აღზრდილი 17 ფეხბურთელი ირიცხებოდა და ისეც ხდებოდა, რომ სასტარტო შემადგენლობის თერთმეტივე წევრი კლუბის აღზრდილი იყო.

    "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ აკადემიიდან ნიჭიერი ფეხბურთლების ამოსვლის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი რამდენიმე წლის წინ FIFA-ს მიერ დადებული ბანია. ამ შეზღუდვის გამო, არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში თამაში აეკრძალა და მათაც სხვა გუნდებს მიაშურეს.

    კიდევ ერთ მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს, სხვდასხვა ევროპულმა კლუბებმა "ბარსელონას" აღსაზრდელებზე ნადირობა დაიწყეს. სულ რამდენიმე დღის წინ, დორტმუნდის "ბორუსიამ" 17 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის, სერხიო გომესის გამოსასყიდი თანხა, 3 მილიონი ევრო გადაიხადა და ახალგაზრდა ფეხბურთელი გადაიბირა. უფრო ადრე, იგივე მოხდა ერიკ გარსიასა და ჟორდი მბულას შემთხვევაშიც.

    Marca-ს ცნობით, "ბარსელონამ" სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელების ანაზღაურება 160%-ით გაზარდა. გაიზარდა მათი გამოსასყიდი თანხებიც. იმ მოთამაშეებს, რომლებიც პოტენციურად პირველი გუნდის წევრები არიან, კლუბი განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს და მოთმინებას სთხოვს.

    ასევე პრობლემაა ისიც, რომ "ბარსა ბ"-ს, მხოლოდ აკადემიის აღზრდილებით სეგუნდა დივიზიონში ადგილის შენარჩუნება არ შეუძლია და იმედისმომცემი ფეხბურთელების სიმრავლით არც ეს გუნდი გამოირჩევა. კლუბში მიაჩნიათ, რომ სიტუაციიდან გამოსავალი "ბარსა ც"-ს შექმნაა, რომელიც ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონში ითამაშებს.



    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    10 - 4 თებერვალი 2018 00:16

    პატარებიდან ხავი საიმონსი უნდა შევინარჩუნოთ მერე.ძან კაი გაზრდება :)))

    გასულია

    9 - 4 თებერვალი 2018 00:04

    ციტატა: basa7
    კი მარა დენის სუარესი ბაბუაჩემის აღზრდილია?

    19 წლის იყო ბარსა ბ-ში რო მივიდა და სულ ორი სეზონი იყო იქ
    ბარსელონას აღზრდილად არ ითვლება არანაირად

    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs

    http://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ

    FC Barcelona - The Guardiola System 2008-2012

    Samuel Eto'o: Madrid Cabron Saluda El Campeon
    გასულია

    8 - 3 თებერვალი 2018 18:50

    ცუდია

    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    გასულია

    7 - 3 თებერვალი 2018 18:37

    ციტატა: M10 S9 D11
    ლა მასია მისახედია არნაისი ალენია ორიოლ ბუსკეცი ეს სამი ფეხბურთელი მისახედია უფდო პატარებში ხავი სიმონსი მოდის არ უნდა დავკარგოთ ეგ ბიჭი

    ზაფხულში ორიოლ ბუსკეცი,ალენია და არნაისი ყველა უნდა დავაწინაუროთ.პატარებიდან ხავი საიმონსი და კლუივერტი

    გასულია

    6 - 3 თებერვალი 2018 18:24

    მაგრამ ყველა ძირითადის ფეხბურტელები არიან

    გასულია

    5 - 3 თებერვალი 2018 16:52

    სერგი სამპერი ხო აბრუნდა

    გასულია

    4 - 3 თებერვალი 2018 16:46

    მეც ვფიქრობდი ამაზე, გახდა ბარსელონაც ინტერნაციონალური გუნდი, ძალიან არ მომწონდა მაგალითად ჩელსიში ის რო არცერთი ინგლისელი არ ყავდათ ხოლმე და ძალიან არ მინდა რომელიმე თამაშში ბარსელონა გამოვიდეს და 11 არაესპანელი ერთად ათამაშოს

    გასულია

    3 - 3 თებერვალი 2018 16:19

    დენიზი

    გასულია

    2 - 3 თებერვალი 2018 16:18

    ბანი რატო დაადეს?

    გასულია

    1 - 3 თებერვალი 2018 16:09

    ამ გუნდის მამოძრავებელი ძალა ყოველთვის ლა მასია იყო რატომღაც პრიორიტეტები შეიცვალა ბოლო პერიოდში და არ მომწონს მაგრამ ტალანტების ხარისხმაც საგრძნობლად იკლო მიუხედავად იმისა რომ ბარსა ბ ში და უფრო დაბალ ასაკობრივ გუნდებში არიან კარგი მოთამაშეები ძირითად გუნდში მოხვედრა ყოველთვის უჭირთ..თუმცაღა მაინც რომ ვთქვათ ტიაგო ალკანტარა გაშვება არ იყო კარგი თუნდაც ფაბრეგასის მოყვანა გაშვება...ლა მასიადან ხოსე არნაისის პირველ გუნდში დაწინაურება და პაკო ალკასერის გაშვება უფრო სწორი მიმაჩნია თუნდაც ამდრე გომეშში დახარჯული თანხით ალენას დაწინაურება რავიცი ჩემი აზრია