მესი "რეალის" წარუმატებლობაზე: ასეთი რამ პირველად არ ხდება

მესი "რეალის" წარუმატებლობაზე: ასეთი რამ პირველად არ ხდება

"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი მისი გუნდის პრინციპული მეტოქის, მადრიდის "რეალის" ბანაკში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

"ეს წარუმატებლობა დროებითია. ასეთი რამ პირველად არ ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "რეალი" ტიტულებისთვის ბოლომდე იბრძოლებს იმ ფეხბურთელების წყალობით, რომლებიც ამ კლუბის ღირსებას იცავენ." - ციტირებს მესის სიტყვებს ფრანგული le10sport.

"რეალი", ესპანეთის ჩემპიონატში, მე-4 ადგილს იკავებს და "ბარსელონას" 19 ქულით ჩამორჩება. მადრიდელები ესპანეთის თასიდან უკვე გამოვარდნენ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი მათ მე-2 ადგილი დაიკავეს, რის გამოც, 1/8-ფინალში "სამეფო კლუბი" "პარი სენ-ჟერმენს" შეხვდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 30 იანვარი 2018 16:53
    0
    იმედია 12 წელი ასეთ შედეგებს დადებს რეალი
    Abidal22
    სტუმარი [?]
    #2 30 იანვარი 2018 16:21
    0
    https://m.facebook.com/FANSOFJEKA/?ref=m_notif&notif_t=feedback_reaction_generic
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 იანვარი 2018 14:02
    0
    სურათი კარგად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც ახლა ხდება "ბარსელონასა" და "რეალს" შორის. არა მარტო ახლა...
    --------------------
    GRACIES JOHAN...